აქცია იუსტიციის სახლთან

დღის ფოტო: ქსენოფობიურ აქციაზე უცხოელებს აფრთხილებენ მიწა არ შეიძინონ

ტაბულა

იუსტიციის სახლის წინ ქსენოფობიური აქცია გრძელდება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს ფურცლები წარწერით "არაბო, ირანელო, თურქო და სხვა უცხოელო! არ შეიძინოთ მიწა, თქვენ დაკარგავთ ფულს!". წარწერა ქართულ, არაბულ, სპარსულ და მალაიურ ენებზეა, თუმცა გრამატიკულად გაუმართავია.

კომენტარები