დღის ფოტო

დღის ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნება

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი 5 მარტს გამართულ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე. 

პოლიტსაბჭოს შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში ბრუნდება და ის ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის პოსტს დაიკავებს. 

"ყველასათვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა ქართული ოცნების დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერმინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში," - წერია პოლიტსაბჭოს განცხადებაში. 

პოლიტსაბჭოს სხდომას თავად ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. ის პრემიერმინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა, რითიც წინამორბედი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა. თანამდებობაზე ყოფნის 2 წლის შემდეგ 2015 წლის 23 დეკემბერს მან პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

კომენტარები