რაგბი

ქუთაისის მერმა გერმანიასთან მატჩის საუკეთესო მორაგბე ხმლით დააჯილდოვა

Facebook/ გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-4 მატჩში საქართველოს ნაკრებმა "აია არენაზე" გერმანია 52:3 დაამარცხა. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის "აიას" მორაგბე მირიან მოდებაძე დასახელდა, რომელმაც 3 ლელო მიითვალა. ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, მორაგბე დააჯილდოვა და მას ხმალი გადასცა. 

საქართველოს ნაკრებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. 

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 17 მარტს, სტუმრად რუსეთთან გამართავენ.

კომენტარები