ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილის გამოსვენებას ნათესავები ენგურის ნაპირთან ელოდებიან

0 კომენტარი
ფოტო: რადიო ათინათი

სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი ნათესავის გამოსვენებას ახლობლები ორსანტიაში, მდინარე ენგურის ნაპირზე ელოდებიან.

როგორც გარდაცვლილის ნათესავმა რადიო ათინათს უთხრა, ცხედარს, სავარაუდოდ, ხიდთან ვერ გამოატარებენ, რადგან რუსი ოკუპანტები ამის უფლებას ოჯახს არ მისცემენ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოჯახის წევრებს მიცვალებულის დატირება დისტანციურად უწევთ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები