დღის ფოტო: ზაზა სარალიძე სასამართლოს ეზოში ბოლო ზარის წარწერებიანი მაისურით მივიდა

ტვ.პირველი

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები თქვეს.

სხდომაზე დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შვილის ფოტოიანი და ბოლო ზარის წარწერებიანი მაისურით მივიდა. მოკლულ მოზარდს ბოლო ზარი სწორედ წელს უნდა ჰქონოდა. ზაზა სარალიძემ სასამაართლოსთან აქციაშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი მოთხოვნა სამართლის აღსრულება იყო.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლო 3 ივნისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

კომენტარები