ლგბტ კვირეული

სიძულვილის ჯგუფები თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმებში" ეწერებიან

ტაბულა

ვერის ბაღში გამართულ "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" ძალადობრივი დაჯგუფების ორგანიზატორმა ლევან ვასაძემ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმების" შექმნა დააანონსა. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და "იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად". ვასაძე ამბობს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". 

ვერის ბაღში "სახალხო რაზმებში" უკვე ეწერებიან სიძულვილის ჯგუფები. რაზმები დაიყოფა "ათეულებად - ათისთავებით, ასეულებად - ასისთავებით და ათასეულებად - ლეგიონად".

კომენტარები