პროპორციული სისტემა

კალაძე და კობახიძე საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე ერთად მივიდნენ [ფოტო]

ტვ პირველი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე ერთად მივიდნენ. 

ამ წუთებში ქართული ოცნება საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში მართავს. პრეზენტაციას ესწრებიან პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე, ასევე ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე. 

პრეზენტაციას ასევე ესწრებიან ქართული ოცნების დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

საარჩევნო ცვლილებებზე პრეზენტაცია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა, კითხვებსაც ის პასუხობს. 

 

კომენტარები