კახა კალაძე

დღის ფოტო: "ორი თვალითაც ვერ გვხედავს" - კახა კალაძის მიერ იგნორირებული პროტესტი

თამარ კაკაბაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. მერიის თანამშრომლებთან და ჟურნალისტებთან ერთად აქ საპროტესტო აქციის მონაწილეებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ერთ თვალზე ხელი აიფარეს და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები, როდესაც, საპროტესტო აქციის დაშლის დროს 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, ასევე, ათობით ადამიანმა, მათ შორის პოლიციელებმა, მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო. 

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კახა კალაძემ მათ ერთი წამითაც არ შეხედა და მათი სრული იგნორირება მოახდინა. 

"ორი თვალითაც ვერ გვხედავს" - წერს თამარ კაკაბაძე ფეისბუქზე. 

კომენტარები