დღის ფოტო

დღის ფოტო: პროტესტი პრეზიდენტთან შეხვედრის დროს

www.facebook.com/mirian.gamrekelashvili

გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, შეხვედრის მონაწილეებმა 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევის გასაპროტესტებლად თვალებზე ხელი აიფარეს.

ფეისბუქზე ფოტოს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ავრცელებს.

"არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოქალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი.
სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!", - წერს გამრეკელაშვილი.

კომენტარები