სირცხვილია

თვალზე ხელაფარებული ქართლის დედა - ახალი სტენსილი თბილისში

გიორგი გაგოშიძე

თვალზე ხელაფარებული ქართლის დედა - თბილისში ახალი სტენსილი გამოჩნდა.

სტენსილი ავტორი ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა და ის ამით პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებს ეხმაურება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი გაგოშიძე სტენსილით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან, რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლის შესასვლელთან დავით სარაჯიშვილის სტენსილიც დახატა.

კომენტარები