დღის ფოტო

დღის ფოტო: ელენე ხოშტარია ჭორვილაში

www.facebook.com/Llaka

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია ფეისბუქზე ჭორვილას შესასვლელთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ჩანს, რომ დეპუტატს ცალი თვალი ახვეული აქვს. თვალის წითელი ასახვევი 20 ივნისს მშვიდობიანი აქციის დარბევის ერთგვარი სიმბოლო გახდა, რადგან ამ დროს რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა.

ცნობისთვის, ჭორვილა საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ქართული ოცნების ამჟამინდელი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სოფელია.

კომენტარები