რუსული ოკუპაცია

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს და ომის გმირებს პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს, რითაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ასევე, უკრაინის საელჩოსა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო–საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, დაიღუპა 5 და დაიჭრა საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი.

კომენტარები