კონსტიტუციის დღე

ფოტო: მანანა არჩვაძე-გამსახურდია და სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში

პრეზიდენტის პრესსამსახური

24 აგვისტოს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კონსტიტუციონალისტებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცოლი, მანანა არჩვაძე-გამსახურდიაც დაესწრო. 

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. 

ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

 

კომენტარები