ფოტო: დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და გავლენიანი მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე ქუჩაში საუბრობენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი და გავლენიანი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე აბაშიძის ქუჩაზე საუბრობდნენ.

ფოტო ტაბულას ჟურნალისტმა გადაიღო. 

მიხეილ ჩინჩალაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიცია მოსამართლეთა კლანის ლიდერობაში ადანაშაულებენ. 

ნაზი ჯანეზაშვილმა ტაბულასთან თქვა:

“ჩინჩალაძე ყველაზე გავლენიანი პირი, ყველაზე ოდიოზური, ყველაზე საშიში. ის ფლობს ძალიან დიდ ძალაუფლებას, მთელ სასამართლო სისტემაში ადრეც ჰქონდა ამ ადამიანს ეს ძალაუფლება ახლაც აქვს". 

ზარდიაშვილი 2019 წლის იანვარში ჩინჩალაძეს, ასევე, სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძეს პარლამენტის ძველ შენობასთან სკვერში შეხვდა

მაშინ ზარდიაშვილმა თქვა:

"შეხვედრა მოხდა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას და იქ საერთოდ სკვერიც არ იყო. ეს იყო პირველი სკოლის ხედი. აქედან გამომდინარე ფარულ შეხვედრებზე საუბარი არის ზედმეტია". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები