Tbilisi Pride-ის სიმბოლო კინტო ბერლინში გამოჩნდა

0 კომენტარი
ფოტო: Tbilisi Pride

Tbilisi Pride-ის სიმბოლოდ ქცეული კინტო ბერლინში, მაუერ პარკში გამოჩნდა.

მურალის ავტორი დავით კელბერაშვილი ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ პერსონაჟი "კინტო ბერლინში" მისთვის თავისუფლების, საკუთარი თავის გამოხატვის და ბედნიერების სიმბოლოა, ბერლინში მისი გამოჩენაც სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

მისივე თქმით, ნახატი და თავად პერსონაჟი პირდაპირ არ ეხმაურება პრაიდის თემას, - "ეს a priori ჩემი მიზანი არ ყოფილა, უბრალოდ როგორც პერსონაჟი ყოველთვის ძალიან მომწონდა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ყველასთვის ცნობილია მათი ისტორია.

განსაკუთრებით დავინტერესდი ძველი ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, რომელიც უიმედო სიყვარულს ეხებოდა", - ამბობს არტისტი.

დავით კელბერაშვილის თქმით, "კინტოს" მურალი სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება და მას სოციალური აქტივიზმის ფორმა მიეცემა, - "იტყვის თავის სათქმელს ქართული ლგბტქ თავისუბლებისთვის და ბედნიერებისთვის".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები