ფოტო: ექიმი კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე

0 კომენტარი
ფოტო: გიორგი ბერიძე

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრანელმა, გიორგი ბერიძემ ექიმი ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის ფოტო გამოაქვეყნა. ექიმს სახეზე ნიღბის ტარების კვალი ეტყობა

"ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია. მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული. პირველი Covid 19-ზე დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული. ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება. პ.ს არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო. ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან",- დაწერა ბერიძემ ფეისბუქზე.

24 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4055 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები