იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი მთლიანად თეთრი და ცარიელია

0 კომენტარი
ფოტო: Vogue Italia

იტალიური ვოგის აპრილის ნომრის გარეკანი მთლიანად თეთრია და მასზე არავინ არის გამოსახული.

ჟურნალმა აპრილის ნომერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა და თან იტალიური ვოგის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ფერდინანდო ვერდერის განმარტება დაურთო.

"გვჯერა, რომ ასეთ დროს სიჩუმე გარეკანზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა ან სურათი", - წერს ვერდერი.

ნომრის დაგეგმვის პროცესში, იტალიური ვოგის შემოქმედებითმა გუნდმა არტისტებს თხოვა, რომ დღევანდელი რეალობით შთაგონებული სურათები გაეგზავნათ.

"40 არტისტზე მეტი დაგვთანხმდა გამოწვევას, რომ შეეტანათ კონტრიბუცია კარანტინიდან", - წერს ვერდერი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები