დღის ფოტო: ჭაჭუნას აღკვეთილში ორბი და ტურა ლეშს იყოფენ

0 კომენტარი
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

ორბი და ტურა ლეშს იყოფენ. ფოტოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ჭაჭუნას აღკვეთილიდან ავრცელებს, სადაც ბიომრავალფეროვნებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ.

"საინტერესო კადრების აღსაბეჭდად, თხის ლეში სპეციალურად სამალავის წინ დაიდო, გადაღება კი 16 საათი მიმდინარეობდა. საბოლოო შედეგი სახეზეა. დიდი მადლობა ველური ბუნების თითოეულ ფოტომოყვარულს ამ შრომატევადი და რთული საქმისთვის. ორბი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში" - წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

დოკუმენტურ ფილმს Sabuko • Birdlife Georgia-ს დაკვეთით იღებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები