თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრიწყაროს ტყის შესასვლელთან დგას

რუსთავი 2

5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს იპოვეს, თეთრიწყაროს ტყის შესასვლელთან დგას. 

სამართალდამცველები ამ 4 დღის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ყველა ადგილს საგულდაგულოდ ათვალიერებდნენ, თუმცა, ვერც მანქანისა და ვერც მეპატრონის პოვნას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. 

21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და სამართალდამცველებს მოსთხოვეს, უფრო აქტიურად მოეძებნათ მათი შვილი, რის შემდეგაც, დღეს, 22 ივლისის დილიდან სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. თამარ ბაჩალიაშვილი მალევე საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის ადგილმდებარეობას თუ გავითვალისწინებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ის ტყის შესასვლელთან დგას და არა ტყეში, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ვერტმფრენის დროულად გამოყენების შემთხვევაში, სამართალდამცველებს მისი პოვნა გაცილებით ადრეც შეეძლოთ. 

კომენტარები