დღის ფოტო: დენროლოგიური პარკის სტუმრები რიგში დგომისას დისტანციას არ იცავენ

0 კომენტარი
ფოტო: Lasha Berekashvili/ facebook

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებლების ნაკადი არ წყდება.

facebook-ზე გავრცელებული ფოტოდან ჩანს, რომ პარკის სტუმრები რიგში დგომისას არ იცავენ დისტანციას და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციებს.

პარალელურად, მთავრობა მუსიკალურ ფესტივალებს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს აჯარიმებს.

23 ივლისს კომუნა მზესუმზირამ, რომელიც ამავე სახელწოდების ფესტივალს უწევს ორგანიზებას, 24 ივლისის ღონისძიების გაუქმების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 17 ივლისს დაცული ჰქონდათ ყველა რეკომენდაცია, ისინი მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით. 

შრომის ინსპექცია ამბობს, რომ ფესტივალი მზესუმზირა სამართლიანად დაჯარიმდა, ხოლო მათ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 17 ივლისის ღონისძიებაზე ყველა რეკომენდაცია დაცული ჰქონდათ, დეზინფორმაციაა. 

ტაბულამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, რა პრინციპით ხელმძღვანელობს ხელისუფლება ობიექტების დაჯარიმების დროს, ვინაიდან არც ბიძინა ივანიშვილის დენროლოგიურ პარკში შესვლის მსურველები იცავენ დისტანციას. შრომის ინსპექციის განცხადებაში ამ კითხვაზე პასუხი არ არის.

24 ივლისს, კლუბებმა, ბარებმა და ფესტივალებმა საერთო განცხადება გავრცელეს და ჯარიმების მოხსნა და სტატუსის შეცვლა მოითხოვეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები