ამერიკა-საქართველო

"სავარაუდოდ, როგორც კი შევძლებ, კიდევ დავბრუნდები" - ამერიკის ელჩი სამცხე-ჯავახეთში

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკის ელჩს ფოკას დედათა მონასტრის დაარსების, მისი საქმიანობის, საკვირაო სკოლის, სამინანქრო სახელოსნოსა და ყველის მცირე ქარხნის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"ვფიქრობ, ამ მხარეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ეს განსაკუთრებული ადგილია. მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა.
 
საერთო ჯამში, ეს იყო ლამაზი დღე და ჩემი შანსი, მენახა საქართველოს შემოგარენი, ისეთი ადგილები, სადაც მე ჯერ არ ვყოფილვარ. სავარაუდოდ, როგორც კი შევძლებ, კიდევ დავბრუნდები, ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ". – თქვა ადმინისტრაციის ცნობით, კელი დეგნანმა.

კომენტარები