ომბუდსმენი და უმცირესობათა საბჭოები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებს

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველი

ომბუდსმენი და რელიგიათა და ეროვნული უმცირესობების საბჭოები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებენ. 

"სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში პერიოდულად მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღრმა ტკივილია მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების, დაღუპული და დაზარალებული ადამიანების, დევნილად ქცეული ოჯახების ტრაგედიის ცქერა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კავკასიის სახელმწიფოების განვითარება დიდწილად სისხლისმღვრელი კონფლიქტების გამო ფერხდება. ისტორია გვიჩვენებს, რომ მარტივია კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ საუბედუროდ, ურთულესია გამოვლინდეს ნება მათი მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ბოლო 30 წელია კავკასიაში წარმოებულმა ომებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლო საქართველოა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდობა, შემწყნარებლობა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, და იგივე მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან". – წერია განცხადებაში. 

ისინი მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თავი შეიკავონ ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში. ასევე, თხოვნით მიმართავენ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეუწყოს ხელი ეთნოსებს დაძაბულობის გაღრმავებას. 

ასევე, მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სათემო და რელიგიურ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან ქვეყანაში და რეგიონში ტოლერანტული გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

"ჩვენთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. კონფლიქტის მხარეებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონონ საომარი მოქმედებების შეჩერებისა და მშვიდობის მყარი გარანტიების შესაქმნელად".– წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები

  • ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • ეზიდთა სასულიერო საბჭო
  • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  • ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  • ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი
  • ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  • ევანგელური ეკლესია "სიცოცხლის სიტყვა"
  • წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ხსნის არმია
  • მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  • სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  • მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
  • საქართველოს ებრაელთა კავშირი
  • საქართველოს აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები

  • ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი
  • მარი მიქოიანი - "GENERATION I"
  • ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირი
  • ვან ბაიბურთი - გაზეთი "ვრასტან"
  • ხალადინ ელჩუევი - გაზეთი "გურჯისტან"
  • სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია "შუშანიკ"
  • ლეილა სულეიმანოვა - აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
  • ეკატერინე ბიტკაში - "ნინევია"
  • რიმა გარიბიანი - "ღია საზღვრები"
  • გარი აუგსტი - საქართველოს გერმანელთა ასოციაცია "აინუნგი"
  • გაროლდ შმალცელი - საქართველოს ჩეხთა სათვისტომო "ზლატა პრაგა"
  • ლილი საფაროვა - ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
  • ალი ალიევი - ავართა კავშირი "ავანი"
  • ნონა ხანგოშვილი - სათემო კავშირი "პანკისის კეთილდღეობისათვის"
  • ალექსეი ბახოლდინი - ბელორუსთა საერთაშორისო კავშირი "სიაბრი"
  • ზარიხა ხანგოშვილი - პანკისელი ახალგაზრდა ქისტ ქალთა გაერთიანება "მარშუო"
  • ევგენია კოტანიდი - საქართველოს ბერძენთა ფედერაცია
  • ფარხად მუსაევი - საქართველოს აზერბაიჯანელების კავშირი რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის
  • ნაირა ბეპიევი - საერთაშორისო საზოგადოება "კავკასიური მოზაიკა"
  • ბორის სინიუკი - საქართველოს უკრაინელთა სათვისტომო "დნეპრი"
  • მიხეილ ბორისი - საქართველოს უკრაინელთა ასოციაცია
  • რეგინა იაკობიძე - საქართველოს ლატვიელთა სათვისტომო "ავე-სოლ"
  • გენრიხ მურადიანი - საქართველოს სომეხთა კავშირი
  • მიხეილ ავაქიანი - ასოციაცია "შენ"
  • მარინე სოლომონიშვილი - ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდი "ლეა"
  • მარია ფილინა - კავშირი "პოლონია"
  • მარგალიტა ხიდირბეგიშვილი - ინტერნაციონალური საქართველო მშვიდობისთვის და გარემოს დაცვისთვის
  • ალი მამედოვი - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი ქვემო ქართლი
  • გიორგი ტუმასიანი - მშვიდობის ფონდი
  • მიხეილ აიდინოვი - რუსულენოვან ჟურნალისტთა კავშირი
  • საბინა ტალიბოვა - კავშირი "მტრედი"
  • ვენერა მარტყოფლიშვილი - კახეთის ბოშათა კავშირი "რომა"
  • ბექა ნეშუმაშვილი - "უდი"
  • დავიდ ადამოვი - საქართველოს ასურელთა ეროვნული კონგრესი
  • ალექსანდრე ბეჟენცევი - საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდობის ასოციაცია
  • ალა ბეჟენცევა - საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია "იაროსლავნა"
  • რაინა ახალკაციშვილი/ბელევა - საქართველოს ბულგარელთა სათვისტომო
  • ეთერ თოფჩიაშვილი/გიგინეიშვილი - პროექტი "კეშერ"
  • არნოლდ სტეფანიანი - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"
  • აგიტ მირზოევი - ჩართულობის და განვითარების ცენტრი
  • ზაურ გუმაშვილი - პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირი 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა. ამავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც სომხეთი უარყოფს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრძელდება თავდასხმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტზე (ხანქენდი).

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები