87 წლის ოთარ აბაშიძემ ახალი კორონავირუსი დაამარცხა

0 კომენტარი
ფოტო: მედცენტრი

87 წლის ოთარ აბაშიძემ, რომელიც ბათუმის კლინიკა მედცენტრში მკურნალობდა, ახალი კორონავირუსი დაამარცხა.

ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკამ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

"დღეს მედცენტრის რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც COV-19 დაამარცხა. ქობულეთის მკვიდრი 12 ოქტომბერს COV-19-ის ვირუსით შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, მას დაუდგინდა COV-19 ასოცირებული ბილატერალური პნევმონია. მზრუნველი ექიმების და ექთნების ძალისხმევით მან მოახერხა ვირუსის დაძლევა! მივულოცოთ ბატონ ოთარს გამოჯანმრთელება და ვუსურვოთ დიდხანს სიცოცხლე! წლების შემდეგ შვილთაშვილებისთვის მოეყოლოს კოვიდის დამარცხების ამბავი!". - წერია პოსტში.

მედცენტრმა ყოფილი პაციენტის ექიმებთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

22 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი. 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსის 12 007 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები