შეტაკებები კიევში

ევრომაიდანზე დაჭრილ მედდას უნგრეთიდან ამხნევებენ

წითელი ჯვრის თანამშრომლები უკრაინელი მედდის გასამხნევებლად
@MVoroskereszt / twitter

წითელი ჯვრის უნგრეთის ოფისის თანამშრომლებმა აღნიშნული ფოტო კიევში, ევრომაიდანზე დაჭრილი მედდის, ოლესია ჟუკოვსკას გასამხნევებლად გადაიღეს. ოლესია სნაიპერმა კისრის არეში 20 თებერვალს მაშინ დაჭრა, როცა ახალგაზრდდა მედდა სხვა დაჭრილებს ეხმარებოდა. ოლესმიამ twitter-ზე დაწერა, რომ კვდებოდა, რის შემდეგაც თითქმის 24 საათი მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. დღეს ჟუკოვსკამ ასევე twitter-ზე დაპოსტა, რომ საავადმყოფოში იმყოფება და ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

კომენტარები