სტიქია ამერიკაში

მისისიპი
CBS

ამერიკის სამხრეთ ნაწილში მომხდარი ტორნადოების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 20-ს ასცდა.  სტიქიას ალაბამაში 6 ადამიანი ემსხვერპლა, მისისიპიში - 7.  ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტორნადოების შედეგად ასევე დაინგრა შენობები, დაზიანდა მანქანები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კვირას, არკანზასში მომხდარ ტორნადოს 16 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები