საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ხმის მისაცემად 36 მილიონი ამომრჩეველია რეგისტირებული.

არჩევნებში ფავორიტ საპრეზიდენტო კანდიდატად პეტრო პოროშენკო მიიჩნევა. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო.

პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა ხალხს არჩევნებში მონაწილეობისა და ”უკრაინის დაცვისკენ” მოუწოდა. მისივე თქმით, პრორუსული ძალები არჩევნების ჩაშლას ვერ შეძლებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად მიმდინარეობს კიევის მერის, ხოლო ზოგიერთ რეგიონში კი თვითმმართველობის არჩევნები.

ხმის მიცემა უკრაინის დროით 20:00 საათზე დასრულდება. საპრეზიდენტო არჩევნებში თუ რომელიმე კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური ივნისში დაინიშნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები