აქცია ჩეხეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ

წითელი ბარათი ჩეხეთის პრეზიდენტს

EPA

ჩეხეთში, ხავერდოვანი რევოლუციის 25-ე წლისთავზე ათასობით ადამიანმა ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აღსანიშნავია, რომ ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად 1989 წელს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის რეჟიმი დაემხო. სპორტულად ჩაცმული დემონსტრანტები მილოშ ზემანს წითელ ბარათებს აჩვენებდნენ, ზოგი კვერცხებს ესროდა. ერთი კვერცხი შემთხვევით გერმანიის პრეზიდენტ იოახიმ გაუკს მოხვდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ზემანი რუსეთის მიმართ ზედმეტი სიმპატიითაა განწყობილი. ისინი თვლიან, რომ კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი ზემანი, ძალიან ახლოს არის რუსეთსა და ჩინეთთან. დემონსტრანტებს ბანერებიც ეჭირათ წარწერით - "არ გვსურს, ვიყოთ რუსეთის კოლონია."

 

კომენტარები