რუსული აგრესია უკრაინაში

კიევში 5000 ვაზნისგან აწყობილი პუტინის პორტრეტი "ომის სახე" გამოიფინება

ომის სახე
uk.reuters.com

აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტიდან წამოღებული 5000 ვაზნით, უკრაინელმა მხატვარმა დარია მარჩენკომ პუტინის პორტრეტი გამოსახა. პორტრეტი, რომელსაც "ომის სახე" ჰქვია, იმ ექვსი ადამიანის მონათხრობის თანხლებით გამოიფინება, რომლებიც მხატვარს ვაზნების შეგროვებაში ეხმარებოდნენ

კომენტარები