ალი და ნინო

ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკება გადატანის დროს დაიმტვრა

ალი და ნინო
ნანა თვალავაძე / facebook.com/nana.tvalavadze

ბათუმში, "ალი და ნინოს" ქანდაკების გადატანისას კონსტრუქციის ნაწილი დაიმტვრა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 5 ივნისს "ალი და ნინოს" ადგილმონაცვლეობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 234 975 ლარი იყო. კომპანიას კონსტრუქციის დემონტაჟი და მონტაჟი უვნებლად უნდა განეხორციელებინა.

ქანდაკების დამტვრევა სტიქიასთან კავშირში არ არის. "ალი და ნინოს" ავტორი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა.

კომენტარები