ბექა შონია

8 სტატია 3 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

პოსტები ბლოგიდან

რელიგიური თანასწორობა

    მივმართავ 30 ქართველ ბიჭუნას, რომლებმაც 2 წლის წინ სცემეს ერთი მუსლიმანი თანასკოლელი. მივმართავ ყველას, ვინც სხვის აზრს და რწმენას არ სცემს პატივს, ყველას, ვისაც არ ყოფნის ერთი ცხოვრება და ცხოვრობს სხვათა ცხოვრებით. ნუ იქნევთ თქვენს წიგნებს, ბროშურებს, ხელებს და ხელჯოხებს, ნუ ამოეფარებით სიმართლეს, რათა აკეთოთ უსამართლობა, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას სიკეთის სახელით, ნუ მოახვევთ თქვენს რწმენას სხვას თავს, რაოდენ დარწმუნებულიც არ უნდა იყოთ მის ჭეშმარიტებაში, რადგან ყველას აქვს უფლება სწამდეს ის რაც...

წიგნი -”სულის გიმნასტიკა”…

კაცობრიობის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ბევრჯერ გადაუფასებიათ ფასეულობები, მაგრამ რაღაც საოცარი ძალის წყალობით წიგნებს მეტწილად შეუნარჩუნებიათ თავიანთი აზრი და ღირებულება, ცხოვრებისეული მნიშვნელობა და მომხიბვლელობა… რა არის ეს საოცარი ძალა, წიგნებს რომ გამოჰყოფს იმთავითვე? ეს არის ძალა აზრის უკვდავებისა. ლიტერატურა ხომ ფრაგმენტთა ფრაგმენტია… ლიტერატურას პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს. ის ადამიანთა კეთილდღეობას არაფერს მატებს, მისი მეშვეობით ადამიანების მატერიალური ცხოვრება უფრო იოლი,...

პიროვნების დაბადება

 ჯემალ ქარჩხაძის "იგი"-ს მიხედვით      "დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც აღარავის ახსოვს, ვისაც მკლავებში და მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღარც კეტის ტრიალი შეუძლია და აღარც ნადირის დევნა." დიდი დაძინების ქარაფი სიკვდილია. ვინც იქიდან გადაეშვება, ის კვდება, თუმცა ეს არავინ იცის; ყველას ჰგონია, რომ დიდი დაძინებით დაძინებული არ იღვიძებს, რაკი უკან დაბრუნებული ვინმე არავის უნახავს. ამ ადამიანების გონება იმას ამუშავებს, რასაც ხედავს - ხედავს მხოლოდ თვალებით; იმას აღიქვამს...

"ნუთუ ყოველივე ეს?"

  ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე საყვარელ წიგნზე და პერსონაჟებზე დამეწერა. ძალიან ძნელია მათზე საუბარი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. ბავშვობაში იყო კარლსონი და ვინი პუხი, შემდეგ შერლოკ ჰოლმსი, კაპიტანი ნემო, დათა თუთაშხია, მერე უკვე მიჩინიო და მანუელო კოსტა, მერე კატა ბეჰემოტი... შემდეგ ქაოსმა დაისადგურა, რადგან ყველა წიგნის ყველა პერსონაჟი შემიყვარდა თავისებურად. ასე გრძელდებოდა წიგნიდან წიგნამდე. ყოველ ახალ ნაწარმოებს თავისი გმირები მოჰყავდა, რომლებიც სწრაფად იცვლებოდნენ და სხვებს...

დედამიწის მოძრაობის საპირისპიროდ შენს შესახვედრად გამორბის ბავშვი

  სამყარო ღმერთმა შექმნა. ღმერთი სიყვარულია. მან სიყვარულით შეგვქმნა და მოგვანიჭა ეს უდიდესი მადლი, მოგვცა მცნება, რომ გვიყვარდეს უფალი, ერთმანეთი და მტერიც კი. ეს სამყარო ადამიანისთვის არის შექმნილი, რომელიც ყველაზე რთული სულიერია ამქვეყნად, რადგან მას აქვს გონება და შეუძლია აზროვნება. ჩვენ არაორდინალურები ვართ და წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს. საზოგადოება არის ადამიანთა გაერთიანება, სადაც ადამინებს განსხვავებული აზრი გააჩნიათ. ისინი მოქმედებენ ერთი მიზნისა და იდეისათვის. ყველა ადამიანი არ...

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ილია ჭავჭავაძის მიერ დასმული კითხვის ექო დღესაც არ კარგავს აქტუალობას. დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ. ილია ამბობს: "მაშინ რომ ქართველისთვის გეკითხათ, რა გსურს, რა გინდაო, სიცოცხლე მინდაო გეტყოდათ; როგორ თუ სიცოცხლეო?! - ისეო, გეტყოდათ, გავლა-გამოვლა შემეძლოს, მზით და მთვარით ტკბობა და ჩემი ჭიის გახარებაო. ერთი სიტყვით ხალხს და ქვეყანას ერთი ნატვრა ჰქონდა, სულს ხომ აღარა ვჩივი, ხორცითაც არ დავიღუპოო." გადავხედავთ ჩვენს წარსულს და გვეამაყება, რომ დღემდე ვარსებობთ. მხოლოდ კარგს ვხედავთ...

“მაშ, რაისთვისღა ცოცხალ ვართ?!"

    ამ პოსტში გიამბობთ ბევრისთვის უცნობ საზოგადო მოღვაწეზე, რომელსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ! “ცოცხლობდე - არ ნიშნავს სუნთქავდე, ეს ნიშნავს – მოქმედებდე. იმ ადამიანმა კი არ იცოცხლა მეტხანს, ვინც მრავალი წლისა მოიყარა, არამედ იმან, ვინც უფრო მეტად იგრძნო სიცოცხლე.” ნათქვამის დასტურად ერთი იგავ–არაკი მახსენდება. ერთხელ ბაბილონის მეფე სანადიროდ მიდიოდა, უცებ მოხუცებული კაცი შენიშნა, მივიდა მასთან და ჰკითხა: ”მოხუცო, რამდენის წლისა ხარ?” –“ოთხისა წლისა”–მიუგო მოხუცმა. მეფემ განრისხებით...

The Art - Tiki Taka

  ერთხელ ერთმა არც ისე ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა თქვა, “ბარსელონა” ულამაზეს ქალს ჰგავს, რომელიც მოგხიბლავს, თავბრუს დაგახვევს, გაგანადგურებს, შესაძლოა მიწასთანაც გაგასწოროს და მაინც ნასიამოვნები დარჩებიო. ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. არაერთი გუნდის მწვრთნელს “ბარსასთან” განცდილი მარცხის შემდეგ უთქვამს, რომ თამაშით ნასიამოვნები დარჩა. დარწმუნებული ვარ მაყურებელიც იგივეს განიცდის (ჭეშმარიტ გულშემატკივრებს ვგულისხმობ). "ჩვენ შეიძლება ზოგჯერ დავმარცხდეთ კიდეც,...