გიორგი კეკელიძე

47 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 2 თვე

სტატიები

პირველი ქართული რეკლამები

მასალების მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ნინო გედენიძეს რეკლამაა რაცაა, ჩემსავით იცით. ეგებ უკეთაც. ერთმა ფრანგმა მწერალმა მას მეოცე საუკუნის მეტასტაზი უწოდა, ოღონდაც კეთილ თუ ავთვისებიანი ელჩი – ვისთვის როგორ. თუმცა სარეკლამო ან თითქმის სარეკლამო ტექსტები გაცილებით ძველი ამბავი გახლავთ, მეტასტაზი კი...

ფეხბურთი და გურამიშვილი

ესე საქმე სულ ასეა – რაც თავი მახსოვს, ტელეეკრანისკენ მიბრუნებული. წინასწარ ვიცი, რომ ინგლისი სადღაც გავარდება, მუნდიალი იქნება თუ ევრო. გავარდება რამე ისეთი დრამატული სცენარით, შექსპირიდან და ბომონტიდან რომ მოსდევს. ისე არ გამოდის. ვინმე გონიერი კაცი აირჩევდა ბრაზილიას ან ესპანეთს – დაზოგავდა ჯანმრთელობას და ლანძღვა-გინების სიტყვათა მარაგს. მაგრამ ეს ფეხბურთის ფანობა ხომ რაღაც უცნაური რამეა. აი, ახლაც კიევში, ალბიონელების დატოვებულ დროშებთან ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი გულის...

წიგნები, რომლებმაც წაგვიკითხეს

თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ განძის საპოვნელად მიწას ვთხრიდით. მე და ჩემი მეზობელი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჰეკლბერის და ეზოს უკან, ჩაის სიმბოლურ პლანტაციებში გამოყოლაც კი ეზარებოდა სათამაშოდ. მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია. ჰოდა, ვთხრიდით. საქმე და მთელი უბედურებაც ის იყო, რომ ზუსტად მაშინ მეღვიძებოდა, როცა ნიჩაბს სკივრს დავკრავდი და სიამაყით გადავხედავდი...

ღმერთი ღმერთის წილ ანუ საბჭოთა და სხვ. ბომონების საგა

ადგნენ და მოვიდნენ. როგორც ერთ ამერიკულ რომანშია. აქაოდა, პროგრესის ძალაო, განათლებაო, ოპიუმიო, დარვინიო, „ღმერთი მოკვდაო”. სიცოცხლისას რაც იყო, იმაზე მარქსს კითხეთო. მაგრამ უღმერთოდ მაინც ვერ გაძლეს. ისე არ გამოდიოდა. ჰოდა, ახლის შენება დაიწყეს. მრავალღმერთიანობას მიაწვნენ. ერთი დიდი ღმერთი, ლენინი, სადღაც შორს იდგა და დანარჩენ ღმერთებს – სტალინი, ხრუშოვი და ა.შ. – შობდა. ზოგიერთი შეიძლება ძმას წაექცია და მისი ადგილიც მიეთვისებინა. თუმცა მთავარი ბომონი – სრულქმნილი ულიანოვი ეჭვის მიღმა...

ერლომ ახვლედიანის მოსვლა

„მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება”. ვანო და ნიკო წლები არ გასულა მას შემდეგ. კაცმა რომ თქვას, არც ბაბუაჩემი იყო. სულაც ორჯერ მინახავს. ერთხელ, როცა „კოღო ქალაქში” უნდა გამოგვეცა და გამომცემელთა ჯგუფში ვიყავი. ერთხელაც, უკვე მისსავე პანაშვიდზე. მაგრამ რაც ერლომი იქ წავიდა, მას მერე, როცა მომაგონდება, სულ ეს...

პოეზიის ქელეხი

ხოლო მას ტანსა ეცვა სადღაც ოდნავ დახეული ჯინსი... ჩანთა „სტიკერებით”... ერთი შეხედვით თანამედროვე... რაღაც აზრით – მეორე შეხედვითაც... მოვიდა ჩვეულებრივ... დაჯდა მაგიდასთან, როგორც სხვა ათასი მისი მსგავსი ანაც არამსგავსი... ვინმე ახალგარდაცვლილი კაცის ლექსები მოძებნა... რაღა ვინმე... როგორც სხვა ათასმა მსგავსმა და არამსგავსმა... მერე მობილურში მესიჯად აკრიფა და კმაყოფილი სახით გაგზავნა. „მე შენ მიყვარხარ და მეყვარები, რამ დამავიწყოს შენი თვალები, შენი თვალები, როგორც ალები, მე შენ მიყვარხარ და...

კონფლიქტი „ვეფხისტყაოსანთან”

ხოლო ერთი მათგან – ჟურნალისტთაგანი – მოდის და მეკითხება. „ვეფხისტყაოსნის” ვახტანგისეული გამოცემა გამოვფინეთ ბიბლიოთეკაში. იუნესკომ ამ პოემის წლად გამოცხადა 2012. ჰოდა, მოვიდა და იკითხა – ეს დაბეჭდვიდან 300 წელი რატომ, პოემა ხომ 1712 წლის წინ დაიწერაო. რას ვაკეთებდითო. უფრო ადრე დაგვებეჭდაო. ესეც ასე. მანამდე ჩემს უფროს კოლეგას სტუმრობდა მედიელი. აჩვენა ილიას ფოტოები და მერე მიმოწერათა ასლები. ეს ჭავჭავაძის პირადი წერილებიაო. პასუხად – რა მაგარია, თქვენ მოგწერათო? ალბათ. დანამდვილებით რაც...

ფეხბურთი, როგორც წიგნი ან პირიქით

კალენდარული ფეტიში არ მახასიათებს. არც საქმის დაწყებასა და რაიმე თარიღს გამოვედევნები ხოლმე. თუმცა, ხანდახან თვითონ დაგაძალებს თავს ეს ამბავი. ჰოდა – საქართველოზე და ფეხბურთზე ვწერ. ნააღდგომევი, მიცვალებულთა დღეა – ღვინით სველი საფლავების, ღვინით სავსე სუფრების, ხალვათი ქუჩების და სხვა მისთანანის ჟამი. ხოლო ამ მხრივ საქმე ასწლეულს თუ ითვლის. ფეხბურთს და წიგნს ვგულისხმობ. საქართველოში ამ თამაშის გასიტყვებას ვგულისხმობ ანუ. დღეს რომ მსოფლიო საგამომცემლო ბაზარზე ერთ-ერთ ხელმოსათბობ საქმედ ქცეულა...

მკვდარი წიგნების საზოგადოება

„როგორც ლენინი ამბობდა, გაზაფხულის პირველი თვე მარტია”. აბა, როგორ არ იცოდა ამ აგრონომიული სახელმძღვანელოს ავტორმა, რომ ბელადის დასტურის გარეშეც კი, საქმე ისედაც ამგვარად იყო, მაგრამ ყველგან და ყოველთვის ის უნდა გეხსენებინა. როგორც უფალს ახსენებდნენ ხოლმე. თუმცა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიისას, მგავსი ჩანაცვლება ახალი რელიგიური პანთეონით, ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, გაჩნდნენ სხვა ღმერთები (მაგ: ლენინი, სტალინი), ნახევარღმერთები (მაგ: ბერია, მოლოტოვი), კერპები (მაგ: ჰიდრო-ჰესი, სილოსი...

სექსი ქართულ ზღაპრებში

აი, სიცხე რომ გაქვს და გარეთ რომ თოვს, ყინვაა და თავი სასახლეში გეგულება, თუნდაც ჩვეულებრივ ლოგინში იწვე. სიცხე გაქვს და თამამი ხარ: საბანი სადამდეც გწვდება, ორჯერ უფრო გრძელი გგონია – და ამ ანდაზასავით ანგრევ დანარჩენსაც. აქ შეიძლება ამგვარი სლოგანიც: სიცხე ათამამებს! ამ შემთხვევაში ლიტერატურულ მიმართულებას ვგულისხმობ, თორემ ისე – სხვა ამბავშიც. მით უფრო, თუ ეს შენი საქმეა – სიტყვებთან თამაში. მერე რა, რომ ხანდახან ცეცხლთან თამაშზე უარესია – ვთქვათ კაი ბიჭურად: თუ აფერისტობ, დაიწვები. ჰოდა,...