გიორგი კეკელიძე

47 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

ვაჟას წლის მონაგარი

ალბათ, დაახლოებით ისე, როგორც ამ ავტორის პოემებში, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების გამორჩევის მცდელობა – ვაჟას წელიც, პირობითი სახელდებაა. 2011 იმ კაცს მიეძღვნა, ვისი ახსნა ამ დროსაც კი უჭირს, მის თანამედროვეებზე და, მით უფრო, საბჭოთა „ეგზეგეტიკაზე” რომ არაფერი ვთქვათ. კაცს, რომელმაც მანამდე არსებული თითქმის ყველა ღირებულება საკუთარ ცეცხლში გადაადნო – ზოგიც გალღვა მის ხელში, ზოგისგან ახალი და უკეთესი გამოძერწა. ამ აზრით, შეიძლება მას რევოლუციონერიც კი ვუწოდოთ, თუმცა თვითონ, უცნაური ფშავი...

სამი გამომცემლობის ამბავი

ძველი იდიომა უნდა გამოვიყენოთ – „მათ მოიყვანეს” სამამულო ლიტერატურა ახალი ეპოქის მიჯნამდე. ქართულ გამომცემლობებს ვგულისხმობ. ამის იქით უკვე ციფრული ერა იწყება, რომლის გამოწვევებსაც ისინი არ უშინდებიან, თუ უფრო მეტიც არა. სამი მათგანის ისტორიას გაგაცნობთ, პირველ პირში მოთხრობილს. სამომავლოდ, ბუნებრივია, სხვებზეც გესაუბრებით. როგორ შეიქმნა მათი გამომცემლობა, დასახელების იდეა, სტარტი, წინააღმდეგობები, რა ტიპის წიგნებს გამოსცემენ, რა ტიპისას არა, წიგნის საბჭოთა და დღევანდელი ბაზრები საქართველოში,...

გადადებული სიკვდილის საახალწლო მილოცვა

სრულიადსერიოზულადთანამოსასმენი -  ზურა სალუქვაძე - http://www.youtube.com/watch?v=6O8IPKakYWI     და აწ დამტკიცებულად გითხრათ - ჯარის ჰასაკს გადავცდი. თუნდაც შვიდი წლის წინ ეს საქმე უკიდურესად შორეულ-მიუღწევლად მეჩვენებოდა. განა დილით ადრე ადგომის შიში მკლავდა და სამშობლოსთვის ტალახში ხოხვა მზარავდა წინასწარ - სხვა რომ არაფერი, ისედაც დედისერთა ვარ და მსგავსი ამბებიდან ჩემი დროის კანონით თავისუფალი - უბრალოდ ეს ასაკი ძალზე ბებრულად მიმზერდა. თვითეიჯიზმი უფროა, დანო და ძმანო -...

თბილისიდან ფრანკფურტისკენ მიმავალო...

 ფრანკფურტის წლევანდელ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველო სპეციალური პროექტით – “Have a Look at Georgia” – წარდგა. როგორც არაავი ენები ამბობენ, წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილმა ღონისძიებამ ახალი იმედები გააჩინა. ქართული ლიტერატურული პროდუქციით რამდენიმე უცხოური გამომცემლობა დაინტერესდა. ქვეყანას ფრანკფურტში 8 პროზაიკოსი – აკა მორჩილაძე, ზურაბ ლეჟავა, დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, ნენე კვინიკაძე, ზაზა ბურჭულაძე, მაკა მიქელაძე – წარმოადგენდა...

აქა საქმე გალასი ანუ შემოდგომის წიგნთაცვენა

სამამულო ლიტერატურული ცხოვრება კონკურს-პრემიებით რომ დიდად განებივრებული არ გახლავთ, არახალი ამბავია. შესაბამისად, თბილისის საკრებულოს ინიციატივა, რომელიც უკვე საიუბილეო, მეხუთე წელია პრემია გალას (ის საკრებულოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, მწერალმა ზაალ სამადაშვილმა დააფუძნა მეგობრებთან ერთად – 2007 წელს) გამართვას გულისხმობს, მიუხედავად აქა-იქ მოქილიკე რამდენიმე ლიტერატორისა, უდავოდ პოზიტიურ მოვლენებს მიეკუთვნება. გამარჯვებულებს 4000 ლარი და ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის მცირე ზომის ასლები...

ზაფხული მათი მღელვარებისა

წიგნების ძველ კარადას ხის მტარვალ მწერთა შესამუსრად, ძნელად შესამჩნევ ხვრელებში ისევ ნავთი აქვს ჩაწვეთებული. შესაბამისად მძაფრი სუნი იგრძნობა. ეს იქაური (გურული, ალაგ-ალაგ იმერული და ალბათ სხვათა) წესია. თუ მსგავსი ამბები თქვენთვის უცხოა, დაივიწყეთ კითხვა, რამე სხვა გასართობით დაკავდით. მით უფრო, რომ ზაფხულია და მზეს „გამო, შემეთამაშე”, რაც თავი მახსოვს, არ დავიწყებია. ჩემი ბავშვობა კი, მათ შორის, ამ კარადებთან ურთიერთობაზეც დგას, პოლიტიკური პრესის ტერმინი რომ მოვიმარჯვოთ. არა,...

ჰო, ასე, ჩვეულებრივი სათაურით – ზაფხულის წიგნები

   მე სექტანტი ვარ, ერთი თქვენგანი, ვინც ამ რუბრიკას კითხულობს. სექტად ვიქეცით, აბა რა – ცოტანი ვართ და ასე განსაჯეთ – სადღაც-სადღაც გვდევნიან კიდეც... გვდევნიან თუ გსურთ, ბრჭყალებში ჩასვით – ინტერპრეტაციის თავისუფლება – ჩვენი უპირატესობაა. ჩვენი – წიგნის მოყვარული ხალხის. ბრედბერის ფარენგეიტი მონაგონია...  ვაჭარბებ, რა...

ქინდლის სუნი

 – ყური დამიგდე, ჰეკი, ორ ბურთულას მოგცემ მაგაში. თუ გინდა პარასკევ ღამით ჩხრიალების დასაჭერადაც გაგყვები... ჰეკლბერი ბარემ მკვდარ კატაშიც არ გაცვლიდა, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე გახლდათ. მამამისი, მთელი კვირა შესრულდა, არ გამოჩენილა, თანაც ყური მოკრა, თითქოს მეთევზეებს სანაპიროზე მკვდარი ეპოვნათ. – იცი, რა, ეგებ თუთუნი მიშოვო, საუკუნეა არ დამიღეჭავს, ბოლობოლო, შეფერდსონების წიგნების მთელი კარადა ეტევა აქ... – მისმინე, ჰეკი, შენ მაინც არაფერში გჭირდება ეგ ყუთი, – საშინლად არ...

სისხლიანი ამონარიდები (ნაწილი 1)

"სტალინი არის ის ადამიანი, რომელიც დაჯიდლოვებულია მეტად დიდი ნიჭით. იგი მე გაცილებით ნიჭიერ კაცად მეჩვენბოდა, ვიდრე ისინი, რომლებიც კაპიტალიზმს აშენებდნენ" ბერნარდ შოუ, 1931 წელი თუ ოკეანასიგაღმელს ასე ეჩვენებოდა, მთლად რკინის ფარდა შემოსალტულს რაღა დაემრთებოდა - დასძენთ თქვენ. თან ეს უცხოელიც მარტო ხომ არ იყო, ფოიხტვანგერი მთლად 37 წლის მოსკოვზე წერს აღმატებით და მრავლად ა.შ. (თუ ჟიდის გამონაკლისს და სელინის უცნაურობებს არ ჩავთვლით). მაგრამ თუ იქეთურს ეჩევენობდა (ან...

სანდრო ნავარას საქმეები

ორი ამბავი მაქვს – კარგი და ცუდი. „ცუდი” პირობითია, ბუნებრივია, ერთი-ორი შენიშვნასავით და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორი ამას „იმსახურებს” ანუ ნიჭიერია. ...და იმიტომაც, რომ ლიტერატორის შეძენილ ჩვევებს ვერ ვღალატობ. დავიწყოთ კარგით, მერე ის „ერთი-ორი” და კარგით გავაგრძელოთ. იმთავითვე ამოსაცნობი ამბავია – ავტორი ფანტაზიას არ უჩივის – მეტიც, ამ მხრივ ის 2000-იანელთა თაობაში ნამდვილად გამორჩეული პროზაიკოსია, არც სიუჟეტის აგება და...