გიორგი კეკელიძე

47 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

ქუთუთოახდილი თვალის სიზმრები

დევების ქორწილი როცა დაიხედა, ცალი ფეხი იქით ედგა... მერე ცალი თვალიც იქით ეპყრა... ცალ მხარს მიწაზე მიითრევდა... ნახევარი კაცი იყო, მაგრამ დანარჩენზე დიდი. დევივით. სულ სხვამ, ცოტა გვიან, მისი სათქმელიც თქვა: არათქვენებურ სიზმრებს ვხედავო – თავი მოიწონა და დაიქადნა კიდეც. პირველი იშვიათად იკვეხნიდა, ერთხელ წამოსცდა და ისიც ამ ნახევრობაზე: „ვამაყობ იმით, რომ მიწას მიწად და ცას ციურად მივეთავაზი”. მისი მეგობრები, ქვევით, ბარში, მაშინ ზმანებებს გაურბოდნენ – ორთავ...

სანამ მოსავალს მოიწევდნენ

ირაკლი კაკაბაძე ეგებ ჩვენ მკითხველს იმ სოლიდარობაზე მოუყვე, რაც ელა გოჩიაშვილის მიმართ გამოხატე... ჩემთვის ლიტერატურაშიც, ურთიერთობებშიც და კონკურსშიც მნიშვნელოვანია – სამართლიანობა! არ ვამბობ, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს, მაინცადამაინც, ლაურეატი და გამარჯვებული, ვსაუბრობ, რომ სიაში მოხვდა ძალიან ცუდი კრებულები (სასაცილოც კი)! და არ მოხვდა ძალიან კარგი კრებულები (მაგალითად, ელა გოჩიაშვილი)! ამიტომ მე, როგორც პოეტმა და ფინალისტთა სიაში – დებიუტის ნომინაციაში...

აორთქლებული H2SO4–ს ტრაგიკული საქმე

ეს ისტორია მამხილებელი კი არა, ტრაგიკული უფროა. მამხილებელი ვერც იქნება – ორიოდ, მავანთათვის გასაგები მიზეზის გამო. როგორც ქართული წესი და რიგია, ხშირად არც თუ ბუნებრივი პირობით ნაკარნახევი, ფილიპო მარინეტის ფუტურისტულ ქუხილს თბილისში გვიანი ექო ჰქონდა – პარიზულ ჟურნალ “ფიგაროს“ ფურცლებზე 1909 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებულ “სასიკვდილო ნახტომს“ ქართველები 1922 წლის 23 აპრილს გამოეხმაურნენ და კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამოც...

შენ, ტუალეტი, პელე, გელა და შევარდნაძე

ხშირი როდია, როცა დებიუტანტ ავტორს  გამოცდილება და, რაც მთავარია, წერის კულტურა უმაგრებს ზურგს. ქართული ლიტერატურა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საწინააღმდეგო მაგალითებს გვთავაზობს. ამიტომაც, ბევრ ძალიან ნიჭიერ შემოქმედს, რომელიც, ვთქვათ, შესანიშნავად აგებს ამბავს და არც ფანტაზია ღალატობს, ხშირად, როგორც 30-იანების საბჭოთა ჟურნალებში ამბობენ ხოლმე, „ენა ერევა”.   დათო კოვზირიძე, კითხვის მოყვარულთათვის, ახალი სახელი ნამდვილად არ არის. თუმცა მხატვრულ ლიტერატურაში, მით...

გაცრუებული შიშის შესახებ

როცა ხელოვანის ნამუშევრებს მისი სიკვდილის შემდეგ (ან გნებავთ სიცოცხლის ბოლოს) გაიცნობს საზოგადოება, მკითხველში და კრიტიკოსებში (თუკი ასეთი პროფესიის წარმომადგენელი დღეს მრავლობით რიცხვში შემორჩა) ავტორის რომანტიზაციის დაუძლეველი ცდუნება ჩნდება. ხშირ შემთხვევაში, მიდგომა ნაწარმოებებსაც გადაწვდება და გულწრფელი თუ ხელოვნური დითირამბების ტალღა აზვირთდება. ბოლო ხანებშიც შევესწარი რამდენიმე მაგალითს, როცა მწერლის უცნაურმა ბიოგრაფიამ, მისი ნამუშევრების მაღალი დონე „განსაზღვრა”.  ...

ამაოდ გასაბერი ანგელოზი

თუ მწერლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ინერციის გადალახვაა – გნებავთ საკუთარის, გნებავთ მიმდინარე ლიტერატულ პროცესში დამკვიდრებულის – ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი – „გასაბერი ანგელოზი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) – ამის მაგალითად გამოდგება. ფოტო: ავტორი ავტორიშვილი პროზაიკოსმა აირჩია მკაფიოდ ფანტასმაგორიული, ონირიული გზა. ნახევრადსიზმრისეულ რეალობაში პერსონაჟები აბსურდული გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ბუნებრივია, ამ საგის დასასრულად იმთავითვე...

"ათასცხრაასხუთ­წელში, კატა მოკვდა რუსეთში, ამოიღეს..."

ჩამოვხდი ქალაქ #-ში, რომლის სახელის გამხელასაც ახლა საჭიროდ არ ვთვლი და ვიქირავე ბინა – ორი თვალი. ათასი თვალი და ათასი ყური გამოვიბი – ყველა ჭორი და მართალი დავიზეპირე, ყველა შემხვედრი ქალი (კაცი) შევათვალიერე და ზოგმაც შემათვალიერა. ,,დავლიე რამდენიმე კათხა ლუდი და დავასკვენი: ჯერ არასდროს არ შობილა ე.წ.-სთანა წესიერი კაცი – როცა მოვკვდები, უსათუოდ მინახულებს, ცრემლს დაღვრის და შავ ტანსაცმელს იყიდის. მინდოდა მეთქვა – სიკვდილს ვაპირებ. ვინ დაგაცალა? (თქმა)...

ლექსი სექსის წილ და სხვა ლოჟა

მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი!  ბუზი არ ვარ! გესმის?  მატკინე, ჯონი, ჯონი, ჯონი!  მძაფრი მიყვარს სექსი! ვიანი მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი როგორც.. ტაბიძე   რომანტიკული ს.გ.-ს სევდიანი წერილი ელე ლისადმი, წიგნში ჩადებული და ისე გაგზავნილი პირველი ხანდახან ვფიქრობ, რომ მე შენზე ნელა დავიბადე და შენზე ნელა მოვკვდები... მე ოდნავ ფართო თვალები მაქვს. სამი წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, ანუ ღვინოს გადავეჩვიე. სიგარეტს ვეწევი ცოტას, ისიც იმიტომ, რომ მერე...

მომავალში ჩაბრუნებული მზერა

ფოტო: ავტორი ავტორიშვილი   თუკი გივი ალხაზიშვილის პოეზიის დასახასიათებლად, ვინმე მხოლოდ ერთი ეპითეტის გამოყენებას გთხოვთ, თუ ამ ავტორის შემოქმედების ნაწილს მაინც იცნობთ, აუცილებლად მიუგებთ: თანამედროვე. მე ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი განსაზღვრებაა. გივი ალხაზიშვილი, ფორმალურად, გვიანი XX საუკუნის გვიანი 60-იანების და 70-იანების დასაწყისის წარმომადგენელია. ეს პერიოდი, სამამულო ლიტერატურაში სხვა მახასიათებელთან ერთად, თავისუფალი ფორმალისტური ძიებებითაც გამოირჩევა. გივი ალხაზიშვილი დროს...

ანტიტყაოსანზე უპირატესობა

მე მართლა მომწონს იმ პოემის რამდენიმე ნაწილი, რომლითაც პაატა საზოგადოებამ გაიცნო... როგორც გურამ შარაძის მკვლელი. ახალი არაფერი მითქვამს, ჩვენთან ხალხი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ახალ ავტორებს უცნაური ფორმით იმჩნევს – ზეპარტიულ გაზეთ ასავალ-დასავალის ყდაზე კი დაახლოებით ასე ეწერა – „ანტიტყაოსნის” გამოჩენას მეცნიერის მკვლელობა მოჰყვა. ხოლო „მართლა მომწონს”-მეთქი, იმიტომაც ვთქვი, რომ მე და პაატა ვთანხმდებით, რომ ნაწარმოებს რაღაც-რაღაც აკლია – თუმცა ავტორის ნიჭიერება, განსაკუთრებით პროსოდიულ...