Vladimer Valeri

28 სტატია 7 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

კომენტარები

სტატიაზე ივანიშვილი მედიას: იმიტომ მოდიხართ, რომ საინტერესო პიროვნება ვარ

ყველაფერი ჩვენი ბრალია.ის,რომ განათლება გვაკლია დიდი ცოდვის ძალიან მცირე ნაწილია,ჩვენ თავმოყვარეობა დავკარგეთ და ესაა მთელი უბედურება. მთელი ქვეყანა იაფ კაპიკებს გამოვეკიდეთ.ამ ადამიანის ნებისმიერ სიტყვაზე დიდ გონორარაბს იხდიან მედია საშვალებები(რომ აღარაფერი ვთქვათ "ანეგდოტებზე"და სხვადასხვა.............)და ამიტომაც დადევენ ჟურნალისტები,მას კი თავის თავი საინტერესო ჰგონია.ძნელია იყო ქართველი,მაგრამ ათასჯერ უფრო ძნელია იყო თავისუფალი ქართველი.ასეთები ძალიან ცოტანი არიან,ხოლო უპირველესნი მათ შორის ორია:დემეტრე თავდადებული და ილია ჭავჭავაძე.............

სტატიაზე ჩემი დაბადების დღე, კინტო მეტსახელად ,,ობერ- ოღრაში“ და მეძავნი მისნი – ,,ბაღვაშნი”

სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია ის,რომ ყოველი ასი წამკითხველიდან(თქვენი დაწერილი მაქვს მხედველობაში ბატონო ზურა)სამი თუ გაიგებს რაზეა საუბარი და რა აწუხებს მის ავტორს.ჩვენ დიდი სიცრუის,დიდი უსინდისობის და დიდი გაუნათლებლობის ეპოქაში ვცხოვრობთ.მალე ინტელიგენტი და პატიოსანი ადამიანები სამუზეუმო ექსპონატები გახდებიან და მუზეუმში მათ სანახავად მისულები სიცილს დააყრიან:"შეხედეთ,შეხედეთ ინტელიგენტი და პატიოსანი კაცები რას გვანანო".
პირადად მე,ჩემი თავის შეურაცყობად მიმაჩნია ის,რომ ჩვენ ასეთი პარლამენტის წევრები და ასეთი მთავრობა გვყავს.მათ ყველას შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და ყველა მათგანი თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს,ანუ არიან არა ერის მსახურები,არამემ არიან ვიღაც პიროვნების(რომელიც თავის თავს ყველაფრის მცოდნეთ და ყველაფრის შემძლედ აცხადებს) სურვილების შემსრულებელნი,რომელმაც თავის მხრივ აღუთქვა მათ ხელშეუხებლობა.საქართველოში სუფთა წყლის ოლიგარქულ-ავტორიტალური რაჟიმია.ასეთი რამ ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა და ხალხი გაოგნებულია,მათი ჯერ კიდევ გაურყვნელი ბუნება ვერ იჯერებს თუ ადამიანს ამდენი ტყუილის თქმა შეუძლია და შემდეგ კი ღამით ნორმალურად დაიძინოს(ის კი არ იციან,რომ,პირიქით თუ არ მოატყუეს,თუ სამშობლო არ გაყიდეს ისე ვერ დაიძინებენ.ისინი სიამოვნებას მხოლოდ სხვისი,არა თავისნაირების,დაცინვაში (მაგ.საქართველოს პრეზიდენტის),დაჩმორებაში და გაღატაკებაში იღებენ(რადგან იციან დამცირებულის,დაჩმორებულის და გაღატაკებულის მონობაში ყოლა გაცილებით იოლია),ხოლო აპოგეა ყველაფერ ამისა არის ერის მსახურის ტანჯულის იერის მიღება,რასაც მსახიობების ეს "დასი" მშვენივრად ფლობს).
ლა ბრუიერის ეთი შეგონებაა:"სრულყოფილია ის,ვინც უანგაროა"-ნეტავ საქართველოში თუ არის დღეს ასეთი ადამიანი?
გილოცავთ დაბადების დღეს მინდა გისურვოთ,რომ იყვეთ უანგარო და აქედან გამომდინარე სრულყოფილიც.

სტატიაზე სერგეი ივანოვი: რისთვის გვჭირდება NATO-სთან ომი? თვითმკვლელები ვართ?

სტალინსაც არ ჰქონდა არავითარი რესურსი,მაგრამ გერმანიასთან ომი მისი ოცნება იყო.კრემლი დიდი და ხანგრძლივი ომების წარმოებას და შემდეგ მის თავის სასარგებლოდ დასრულებას ახერხებს რუსეთში მაცხოვრებელი ხალხების მონურ მინტალიტეტზე და უდიდესი ტერიტორიის ხარჯზე.
რუსეთის დამარცხება მხოლოდ შინააშლილობით შეიძლება.

სტატიაზე რა არის თავისუფლება?

ღმერთი ადამიანებმა შექმნეს და ჩემი აზრით ის ადამიანები არ იყვნენ თავისუფლები.თავისუფლება ღმერთის ნაბოძები უპირატესობა კი არ არის,არამედ ის არის ყველა მატერიალურ ღირებულებებზე მაღალი, მრავალი ადამიანებისათვის ჯერ კიდევ შეუცნობი, საოცნებო ცნება და ჩვენი გონების ნაფიქრალისა და ნააზრების მრავალი მიმართულებით წარმართვის ყველაზე უკეთესი საშვალება.ადამიანს,რომელსაც არჩევანის გაკეთების საშვალება აქვს შუძლია თავისი თავი თავისუფლად ჩათვალოს.რაც მეტია არჩევანი,მით მეტია თავისუფლების ხარისხი და პირიქით.

სტატიაზე გზა თავისუფლებისკენ

. ჩემდა სამწუხაროდ დღეს საქართველოში განათლების ძალიან დაბალი დონეა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ღამით მშივრად ან ნეხევრად მშივრად დაძინიბის დიდი შანსი აქვთ. ასეთ საზოგადოებში კი თავისუფლებაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია.ამომრჩეველთა უმრავლესობამ(მათგან ვინც არჩევნებზე მივიდნენ)დღევანდელ ხელისუფლებას რაღაცისაგან ან ვიღაცისაგან გასათავისუფლებლად კი არ მისცა ხმა,არამედ მისცა იმის იმედით,რომ ვიღაცა მათ თავის ქონებას გაუყოფდა და თითის ერთი დაქნევით მათ მილიონრებად აქცევდა,ის კი არ იცოდნენ,რომ ჯერ მილიონის მოხმარება უნდა ისწავლო და მერე იოცნებო მილიონის შოვნაზე,რადგან წინაღმდეგ შემთხვევაში დიდი ფულის ხელში ჩამგდები ბოროტდება და საშიში ხდება გარშემო მყოფთათვის.და კიდევ:ქვეყანაში სადაც იმყოფება თავისუფლების ბითუმად შემსყიდველი და პირადი თავისუფლების გამყიდველები(რა თქმა უნდა ზოგი ძვირად,ზოგიც იეფად)საზოგადოებრივი თავისუფლება არ შეიძლება,რომ არსებობდეს,არადა ადამიანი თავისუფალ საზოგადოებაში ყალიბდება განათლებულ და თავისუფალ პიროვნებად,თუ რა თქმა უნდა მან იცის რა არის თავისუფლება და რისთვის სჭირდება ის მას.
გაუნათლებელს და ღატაკს არაფერში ჭირდება თავისუფლება და მათ არც სურთ,რომ იცოდნენ მის შესახებ რაიმე,ისინი სხვა საფიქრალით არიან დაკავებულები და სწორედ ხალხის ასეთ მასაზეა დამყარებული ტირანია.
თავისუფლების შეგრძნება განათლების გარეშე შეუძლებელია.რაც კი დღემდე რაიმე ღირებულია შექმნილი განათლებული და თავისუფალი ადამიანების მიერაა შექმნილი(მშიერი არ შეიძლება იყოს თავისუფალი,ის თავისი მუცლის მონაა),ზოგი მათგანი მონა იყო(მაგ,ეზოპე),მაგრამ სოციალური სტატუსი ვერ ზღუდავდა შინაგან თავისუფლებას.თავისუფლება ადამიანს,უპირველას ყოვლისა,სრულყოფილების სწრაფვისაკენ ჭირდება.
ადამიანთა მოდგმის აბსოლუტურ უმრავლესობას თავისუფლება არაფერში ჭირდება,მათთვის საკმარისია თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება,ხოლო თავისუფალი საზოგადოების არსებობის გარანტია სახემწიფო წყობამ უნდა განაპირობოს,მოქმედმა ხელისუფლებამ კი უნდა უზრუნველყოს მისი შეუქცევადობა.ასეთ საზოგადოებაში არ შეიძლება,რომ იყვნენ მიუსაფარი მოხუცები და არ შეიძლება,რომ ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ,რაც ჩვენთან არც თუ იშვიათად ხდება.
თავისუფლების დეკლარირება არ არის საკმარისი.ჩვენ არანაირად არ ვართ თავისუფლები:ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი ოკუპირებულია,ჩვენი მოსახლეობის ერთმეოთხედზე მეტი საზღვარგარეთ არის გაქცეული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ღირსება შემლახვლელ საქმიანობას ეწევა,ხოლო ვინც აქ დავრჩით მშივრები და შიშვლები ვართ(ოთხმოცი პროცენტი მაინც).
ის რაც გუშინ გამოცხადდა,რომ თითქოს საქართველოში მხოლოდ თორმეტი პროცენტია უმუშევარი სრული სიცრუეა.საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს,ხელისუფლებას ყველა სოფლად მაცხოვრებელი ფერმერად ჰყავს დარეგისტრირებული და ისინი ავტომატურად ითვლებიან დასაქმებულებად,არადა ამ"ფერმერებს"მოსავლიდან მოსავლამდე თავი ძლივს გააქვთ.გლეხების გაფერმერება სწევს სწორედ ზემოთ დასაქმებულთა რაოდენობას.რეალურად საქართველოში სამოცდაათ პროცენტამდეა უმუშევარი და ეს ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს,როგორც საზოგადოებრივ ისე პირად თავისუფლებაზე.
ჩემი აზრით თავისუფალი ადამიანი საქართველოში საერთოდ არ არის(არ მყავს მხედველობაში ხელოვანები და საზღვარგარეთ მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდები)თუ არ ჩავთვლით,დიდ ბოდიშს ვიხდი მათთან,გიჟებს.

სტატიაზე რელიგია, თუ იმპერიის იდეოლოგია?

მაგრამ ვინ დაანგრევს?მშიერი ადამიანისაგან გაკეთებული კარგი, მე ჯერ არაფერი მინახავს.შიმშილი და გაუნათლებლობა არის სწორედ ის იარაღი,რომელი იარაღითაც რუსული ეკლესია ებრძოლება,როგორც საკუთარ ერს,ასევე ჩვენც და ჩვენი ერთმორწმუნეობა,რომ მითია ეს უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებმა უნდა გაითავისონ,რომელი ადამინებიც ერის მამობას ჩემულობენ.რაც ადრე იტყვიან ისინი იმას,რომ ჩვენი ერთმორწმუნეობა ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთს აძლევს უპირატესობას და არა ჩვენ მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ერისათვისაც.