თეონა კოკიჩაიშვილი

53 სტატია 1 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

ჟურნალ „ტაბულას“ საზოგადოების განყოფილების მიმომხილველი. ჟურნალში მუშაობს დაარსების დღიდან.
2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ძირითადი სპეციალობა (major)-ჟურნალისტიკა, დამატებითი სპეციალობა (minor) - ფსიქოლოგია.

სტატიები

როგორ ვისწავლოთ დისტანციურად

წლების წინ ქვეყნიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში სწავლა წარმოუდგენელი იყო. დღეს განათლების ონლაინრეჟიმში მიღება უპრობლემოდ შეგიძლიათ: თუ კომპიუტერი, ინტერნეტი და შესაბამისი თანხა გაქვთ, შეგიძლიათ სასწავლო კურსი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაიაროთ. მეტიც, ზოგიერთ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოა. დისტანციური სწავლების ახალი ფორმის – ონლაინსწავლის – დანერგვა ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა. იქიდან გამომდინარე, რომ...

უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი

მსოფლიო დონის უნივერსიტეტების ცენტრმა Shanghai Jiao Tong University უნივერსიტეტების 2012 წლის აკადემიური რეიტინგი (ARWU) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ათი წლის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტი პირველობას ინარჩუნებს. ათეულში მოხვდნენ სტენფორდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), ბერკლის, კემბრიჯის, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, პრინსტონის, კოლუმბიის, ჩიკაგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტები. ARWU-ს მიხედვით, ტოპ ოცეულში დაბრუნდა ტოკიოს უნივერსიტეტი – ის სხვა აზიურ უნივერსიტეტთა...

როდის მოგვარდება თბილისის წყალმომარაგება

ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისის გარკვეულ უბნებს წყალი შეზღუდვით, მეტიც, რამდენიმედღიანი შეფერხებით მიეწოდებოდა, რაც, ბუნებრივია, მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამასთან, ხშირად წყალი გაუფრთხილებლად წყდებოდა ან შეწყვეტისა და მოსვლის მითითებული დრო რეალობას იყო აცდენილი. წყლის მოლოდინში დარჩენილი თბილისელები ინფორმაციის მიღებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და თბილისის მერიის ცხელი ხაზებისგან ცდილობდნენ. უწყლობით...

საზაფხულო პრობლემები

თავისუფალი და უზრუნველი პერიოდის გამო ზაფხულის არდადეგებს ბავშვები განსაკუთრებული სიხარულით ელიან, რადგან მათთვის სკოლა მუშაობასთან ასოცირდება, ზაფხულის არდადეგები კი – თამაშსა და გართობასთან. სამაგიეროდ, არდადეგების მოახლოება ახალ საზრუნავს უჩენს ქალაქში მცხოვრებ მშობლებს – ითვლება, რომ შვილის სიცხისგან გარიდება მათ ნებისმიერ ფასად უნდა მოახერხონ, ფინანსური შესაძლებლობების ან დროის უქონლობის მიუხედავად. საქმე შედარებით მარტივადაა, თუ ბავშვს სოფელში ბებია-ბაბუა ელოდება, ასე ზედმეტი ხარჯის...

ჯადოსნური აბები სხეულის სასურველი ფორმებისთვის

სილამაზის თანამედროვე სტანდარტი ადამიანებს გამუდმებით კარნახობს, რომ სიგამხდრე მათი მომხიბვლელობისა და წარმატების გარანტიაა. რა თქმა უნდა, მსგავს სტანდარტზე თვალის დახუჭვაც შეიძლება და მისი გამიზნულად იგნორირებაც, თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არაა: ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მედიკოსებიც მოგვიწოდებენ – ბუნებრივია, სამედიცინო მოსაზრებებით. მოდური, არაჯანსაღი სიგამხდრისკენ სწრაფვის გარდა, თანამედროვე მსოფლიოს სიმსუქნის პრობლემაც მწვავედ უდგას: უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, გლობალური...

ოჯახში ძალადობა – სისხლის სამართლის დანაშაული

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა – მას ახალი მუხლი დაემატა ოჯახური ძალადობის შესახებ. უშუალოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლისთვის – ასეთი კი საქართველოში არცთუ ცოტაა – რეალურად არაფერი იცვლება. კანონი სისხლის სამართლის დამნაშავეებს აქამდეც სჯიდა მიუხედავად იმისა, ოჯახში ჩაიდენდნენ დანაშაულს, თუ მის გარეთ. სიახლე მხოლოდ ტერმინია – ოჯახური ძალადობა. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ ეს საზოგადოებას შეახსენებს: მოძალადე დაისჯება როგორც სხვისი, ასევე საკუთარი მეუღლის, შვილის, დედის...

გამწვანებაში დაკარგული

ძნელია წარმოიდგინო თანამედროვე ქალაქი ისეთი სივრცის გარეშე, სადაც ურბანულ ხმაურს გაქცეულ მცხოვრებლებს მწვანე მოლზე წამოწოლის და რელაქსაციის “ფუფუნება” ეძლევათ. რა თქმა უნდა, ნიუ იორკის ცენტრალ პარკს, ლონდონის ჰაიდ პარკს, პარიზის პარკ მონსოს ან ტუელრის ბაღს რთულად თუ შეედრება ვაკის პარკი ან დიღმის ტყე, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ადგილები თბილისშიცაა. თუმცა, საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ მშენებლობებით სავსე ქალაქში, მათ აწმყოსა და მომავალს საფრთხე ემუქრება.ინფრასტრუქტურის განვითარების...

მიკროჩიპის იმპლანტაციით მხედველობის აღდგენა

მეცნიერებმა სინათლის მიმართ მგრძნობიარე მიკროჩიპი შექმნეს – თვალის ბადურის გარსის ქვეშ მისი ჩანერგვით, მხედველობის აღდგენაა შესაძლებელი. სიახლე იმ პაციენტებისთვისაა, რომელთა სიბრმავეც ბადურა გარსის სინათლეზე და ფერზე მგრძნობიარე უჯრედების დეგენერაციამ გამოიწვია. გერმანიის შემდეგ, იმპლანტაციის წარმატებით ჩატარება ამჯერად ბრიტანეთში, Oxford-ის ქირურგებმა შეძლეს. მათ...

სუროგატი დედები

ახალშობილის გაჩენასთან დაკავშირებული დადებითი ემოციები, როგორც ამბობენ, წყვილს ორსულობის პერიოდის ყველა უსიამოვნო მომენტს ავიწყებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ბავშვს ცხრა თვის განმავლობაში ატარებს, აჩენს და შემდეგ სამუდამოდ ემშვიდობება. მათ სუროგატ დედებს ეძახიან. სუროგატ დედებს ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ისინი უშვილო წყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარებიან და ამისთვის, რიგ ქვეყანებში, სოლიდურ თანხას იღებენ. ზოგან სუროგაცია კანონითაა აკრძალული, მაგალითად – გერმანიაში,...

კერძო სკოლები – რა არჩევანი გვაქვს თბილისში

როგორც წესი, პატარასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მშობლები ერთობლივად იღებენ. განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი ბავშვისთვის კარგი განათლების მიღების უზრუნველყოფაა. ამაზე ფიქრს მის დაბადებამდეც კი იწყებენ, მოსამზადებელ კლასებსა და სკოლებს არჩევენ და სწავლის ფულს აგროვებენ. საქართველოში წელს მშობლებისთვის სიახლეა: საჯარო სკოლებში...