ლიკა ბარაბაძე

15 სტატია 1 კომენტარი
წევრია:
4 წელი 10 თვე

ლიკა ბარაბაძე ფსიქოკონსულტანტია და ზურაბ საბახტრაშვილის სახელობის კლინიკის ბაზაზე ფსიქოლოგიურ კონსულტაციას ნებისმიერი ასაკისა და დაკვეთის მქონე პირებს უწევს.
ამავდროულად მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციაში შშმ საკითხებზე მუშაობს.
ლიკამ ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი კოლორადოს სახლემწიფო უნივერსიტეტში, ხოლო კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში მაგისტრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიიღო.
მისი სამუშაო გამოცდილება ბავშვთა განვითარების, ქცევის მართვისა და ინკლუზიური განათლების სფეროებს მოიცავს.
ამჟამად თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში, რიგის გეშტალტ ინსტიტუტის მოწვეული ლექტორების ხელმძღვანელობით, გეშტალტ კონსულტანტის მუდმივი, გრძელვადიანი პროგრამის მონაწილეა.
ლიკასთან კონსულტაციისათვის დარეკეთ: 251 88 87 ან 597 51 19 13
ან ეწვიეთ მის ფეისბუქ გვერდს: პ.ს. გნებავთ დამატებითი მასალა ფსიქოლოგიურ საკითხებზე? გსურთ კითხვების დასმა? ეწვიეთ ჩემს გვერდს https://www.facebook.com/fsikoterapia

კომენტარები

სტატიაზე ფსიქოლოგის ბლოგი: ბაღის ინციდენტი, აუტიზმი, ეპი-ნემსი და ჩამოვარდნილი ბავშვი

სამწუხაროდ კომენტარის წაკითხვას ინტერნეტ ღმერთები ეწინააღმდეგებიან, არ ვიცი რატომ, 8 კომენტიაო, წერია, მაგრამ მე ვერ ვხედავ.
თუმცა, მეგობარმა მომწერა, ''გაგორებული პაციენტების'' შესახებ კომენტი დევსო.
დავაზუსტებ: თერაპიის ერთ მიმდინარეობას არ ვთვლი უპირატესად. აქ უფრო სხვების ნათქვამი იყო გაშარჟებული - როგორც კი გაიგებდნენ, რომ ფსიქოლოგი ვიყავი, კონსულტაციას სანამ დავიწყებდე, მაშინაც კი - ეგრევე მატაკებდნენ, აა, შენ ის ხარ, ტახტზე რომ ხალხს აგორავებსო. ასეთივე წარმატებით შემეძლო დამეწერა, მე ის კი არ ვარ, ჩიბუხით რომ ზის და გრძელ წვერებს ატარებსო - რაც უბარლოდ უცნაური- ან უგემოვნო -ხუმრობა უფროა, ვიდრე ფროიდის ან ფროიდის მიმდევრების კრიტიკა.
ამგვარად, ბოდიშს ვიხდი თუკი ამ ჩემმა ფრაზამ არაკოლეგიური იერი მიიღო. კიდევ ერთელ ვიმეორებ, ვთვლი, რომ ყველა კლიენტს თავისი ფსიქოკონსულტანტი/თერაპევტი შეესაბამება, მუშაობის სტილითა და "ავეჯით". უპირატესად მიმაჩნია არა რა ხერხით მუშაობენ, არამედ- როგორ.
რაც შეეხება ასაკს, ეს შედარებითი ცნებაა, ზოგზე ახალგაზრდა ვარ, თუმცა ზოგზე - უფროსი. ისევე, როგორც ყველა ჩემს გარშემო :-)
პ.ს. მადლობა, რომ კითხულობთ და გულწრფელად მიზიარებთ აზრებს. მომავალში უფრო გაცნობიერებულად დავწერ.