მაია შენგელია

2 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
3 წელი 3 კვირა

მაია
შენგელია

დაიბადა ინდოეთის ქ. ბჰილაიში.
დაამთავრა თბილისი ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი დრამის რეჟისორის სპეციალობით (წარჩინებით), გაიარა ამავე უნივერსიტეტის ასისტენტურისა და დოქტორანტურის სრული კურსი. არის მომქმედი დამდგმელი რეჟისორი.
პერიოდულ პრესაში იბეჭდება 1988 წლიდან, თანამშრომლობს თეატრებთან როგორც დრამატურგი და მთარგმნელი, მისი რადიოპიესა „კედელი“ 1995 წელს მოხვდა ათ საუკეთესო რადიოპიესას შორის, შექსპირის „ჰამლეტის“ მისი ვერსიის დადგმისათვის დამდსგმელ რეჟისორს მიენიჭა სახელმწიფო პრემია (2002), შესულია ახალგაზრდა პოეტთა ანთოლოგიაში (1991), ავტორია პოეტური კრებულისა „ვნების ღამეები“ (2003).