მირიან ტორონჯაძე

54 სტატია 21 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სტატიები

Apple-მა ახალი თაობის MacBook Pro წარადგინა

სან-ფრანცისკოში 11-15 ივნისს Apple-ის დეველოპერთა მსოფლიო კონფერენცია (WWDC 2012) ჩატარდა. აქ წარმოდგენილი მრავალი სიახლიდან უდავოდ გამორჩეული იყო შუშის ყუთში გამოფენილი ახალი თაობის MacBook Pro. კონფერენციის დაწყებამდე ინტერნეტში, როგორც ეს Apple-ის ყველა ღონისძიების წინ ხდება, ვრცელდებოდა მრავალგვარი ინფორმაცია, მათ შორის ისიც, რომ მოსალოდნელია ახალი MacBook-ის გამოსვლა. ამის საფუძველს იძლეოდა ის ფაქტი, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მისი განახლება არ გვინახავს. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ...

Chromebook და Chrome Box

Chrome OS არის ოპერაციული სისტემა, რომელიც Google-მა შარშან გამოუშვა და წარმოადგენს იმავე სახელის მქონე ვებბრაუზერზე მიბმულ ოპერაციულ სისტემას. მისი მოქმედების პრინციპი „ღრუბლოვანია”, ანუ ფაილების უმეტესობას – მუსიკას, დოკუმენტებსა და ფოტოებს კომპიუტერის ნაცვლად ინტერნეტსერვერზე ინახავს. Chrome-ის დახმარებით კომპანია Microsoft-ის შევიწროებას გეგმავდა ოპერაციული სისტემების ბაზარზე, თუმცა მცდელობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ბაზარზე მყარად დამკვიდრებული Windows-ის შემცვლელის პოვნა ასე...

Facebook-მა, შესაძლოა, Opera web browser-ი შეიძინოს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი ვებბრაუზერ Opera-ს შესყიდვით არის დაინტერესებული. მთლიანი ბრაუზერის შესყიდვა კომპანიას, ცხადია, ძვირი დაუჯდება, მაგრამ სავარაუდოდ, ეს დანახარჯი გამართლებულია – სოციალური ქსელის მეპატრონეები უკეთ შეძლებენ მომხმარებლისთვის საკუთარი პროდუქტის მიწოდებას. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე Opera-ს საბაზრო ფასმა ოცი პროცენტით მოიმატა. ამჟამად ვებბრაუზერის ფასი 800 მილიონ დოლარზე მეტია. თუმცა, როგორც ჩანს, მისი დამაარსებელი ჯონ ფონ ტეშნერი, რომელიც...

Leap Motion სამგანზომილებიანი მაუსი

პირველი ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერის დამატებითი კონტროლერის გარეშე სამართავად შეიქმნა, Nintendo Wii-ს ეკუთვნის. Microsoft-ის Kinekt-ი კი ოდნავ მოგვიანებით შექმნილი სისტემაა, თუმცა მათი სიზუსტე არც ისე დიდია და მხოლოდ ადამიანის მთლიანი სხეულის და ხელების მოძრაობების აღქმა შეუძლია. ამიტომაც, მათი გამოყენების სფერო ჯერჯერობით კომპიუტერულ თამაშებს ვერ გასცდა და აქაც, მათი მხარდაჭერა ყველა თამაშს არ აქვს. ხოლო Leap Motion-ის სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, სრულად შეცვლის...

ახალი მონსტრი?

ჯერ კიდევ იანვარში Google-მა ძებნის ახალი მოდელი შემოგვთავაზა და საძიებო სისტემა საკუთარ სოციალურ ქსელს, Google Plus-ს დაუკავშირა. მას შემდეგ Google-ი, გარდა ძიების ჩვეულებრივი შედეგებისა, ჩვენი „გუგლპლუსელი” მეგობრების მიერ საძებნ თემაზე დაწერილ ინფორმაციასაც ამუშავებს და შედეგებად გამოაქვს. ამით, გარდა იმისა, რომ ძებნის ხარისხი გაიზარდა, კომპანიამ არცთუ წარმატებული და რეიტინგული სოციალური ქსელის გაპოპულარულებაც სცადა. ახლა კი ამ პრაქტიკის გამოყენება გადაწყვიტა Microsoft-მა, რომელიც Google-ის...

ჟესტებით მართვის სისტემა SoundWave

დღეს კომპიუტერის რაიმე მოწყობილობის გარეშე, მხოლოდ საკუთარი სხეულის გამოყენებით მართვით ვერავის გააოცებ. ამის მაგალითად Microsoft-ის სათამაშო გაჯეტი, Kinect-იც გამოდგება. ის აღჭურვილია სპეციალური კამერით, რომელიც მის წინ მდგომი ადამიანის მოძრაობას აღიქვამს, პროგრამული ნაწილი კი მას ამუშავებს და საშუალებას გვაძლევს, თამაშები მხოლოდ საკუთარი მოძრაობით ვმართოთ. თუმცა ეს ტექნოლოგია სპეციალურად მისთვის შექმნილ აპარატურულ უზრუნველყოფას მოითხოვს და ამიტომ იაფიც არ არის. Microsoft Research-ში მომუშავე...

ავტონომიური ავტომობილები საწვავის დაზოგვისთვის

საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა მასშტაბებიც მზარდი ტემპით მატულობს, უკვე ავტოწარმოებაშიც ღრმადაა გამჯდარი. მათი მეშვეობით დღევანდელი ავტომობილები იმ მანქანების აჩრდილსღა წარმოადგენს, რომლებიც 100 წლის წინ დადიოდნენ ქუჩებში. საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT) მძღოლისთვის კარგ დამხმარედ იქცა, რაც არა მხოლოდ მგზავრობისას ფეისბუქელი მეგობრებისთვის მარშრუტის გაზიარებით შემოიფარგლება. IT-ის დახმარებით შესაძლებელია ავტომობილების უფრო მაღალეფექტური მოდელების შექმნა, რომლებიც დიდი ოდენობით საწვავის...

Samsung Galaxy Tab 2 უფრო იაფი, ვიდრე სხვები

წლის თებერვლის ბოლოს ბარსელონაში გამართულ მობილური მოწყობილობების მსოფლიო კონგრესზე Samsung-მა Galaxy Tab 2 წარმოადგინა. ერთი თვის თავზე კი განაცხადა, რომ სიახლე გასაყიდადაც მალე გამოჩნდება. Galaxy Tab 2-ის ოფიციალური გაშვება ბაზარზე 11 აპრილს შედგა, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით. როგორც ცნობილი გახდა, ეს მოწყობილობა (ტაბლეტური კომპიუტერისა და ტელეფონის ნაზავი), ისევე როგორც მისი პირველი ვერსია, ორნაირი კომპლექტაციით გამოვა: 7-დუიმიანი (17.8 სმ) და 10.1-დუიმიანი (25 სმ) ეკრანით...

შატლი Discovery კოსმოსიდან მუზეუმში

აპრილს ვაშინგტონის ცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. ეს იყო სპეციალურად მოდიფიცირებულ, დიდი სიმძლავრის ბოინგ 747-ზე მოთავსებული კოსმოსური შატლი Discovery. დისქავერის ფლორიდიდან, კენედის ცნობილი კოსმოსური პოლიგონიდან უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ. ამიერიდან ის სმიტსონის ნაციონალურ, კოსმოსური ფრენების მუზეუმში დაიდებს ბინას. დისქავერი პირველი შატლია, რომელიც, განადგურების ნაცვლად, მუზეუმში აღმოჩნდა. Discovery მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური შატლია, რომელიც დედამიწის მახლობელ ორბიტაზე...

Google-ის ფუტურისტული სათვალე

სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების გმირებს უამრავი ფუტურისტული მოწყობილობა აქვთ, რომლებიც მათ ცხოვრებას უმარტივებს. ერთ-ერთის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა Google-მა თავის თავზე აიღო. ესაა სათვალე, რომელიც მინიკამერითაა აღჭურვილი და თავად კომპიუტერის ეკრანს წარმოადგენს. თუკი პროექტმა გაამართლა, ის ერთნაირად გაახარებს როგორც სმარტფონების მომხმარებლებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ შეუძლიათ მათ გარეშე ცხოვრება, ასევე ფანტასტიკის მოყვარულებს. პროექტ Google Glass-ზე კომპანიამ ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში...