ნინა ახლოური

83 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 5 თვე

სტატიები

როგორ მოვხვდეთ ვიტრინაში

ბოლო ხანებში რუსთაველის გამზირზე ფეხით თუ გაისეირნებდით, აუცილებლად შენიშნავდით 37 ნომერში, ვიტრინაში განთავსებულ ლურჯ ბიუსტს. ის, პირველ რიგში, იმით გვამახსოვრდება, რომ რთულია ერთ კონკრეტულ პიროვნებას დავუკავშიროთ. ამსტერდამში მცხოვრები ქართველი არტისტის, გიორგი ტაბატაძის ჩანაფიქრიც ეს იყო – საზოგადოებისთვის წარედგინა „უცნობი პროფილის მონუმენტი", რომელიც ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის კონფლიქტზე დაგვაფიქრებდა. ეს არის უცნობი ადამიანის ბიუსტი, რომელიც მხოლოდ სოციალური მედიის ვირტუალურ...

ბევრი სპორტი და ცოტა პოლ გოგენი, ანუ მოდა გაზაფხულისთვის

გრძელი და ნაცრისფერი ზამთრის გასვლის შემდეგ, გარდერობის განახლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად იქცევა. გაზაფხულის მოდა, ტრადიციულად, ნათელ ფერებთან, ყვავილოვან პრინტსა და მსუბუქ სამოსთან ასოცირდება. ამასთან, თუ მომავალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს თვალს გადავავლებთ, ცხადი გახდება, რომ მოდური სტერეოტიპებისთვის გვერდის ავლა რთული უნდა იყოს. ამას მოწმობს პასტელის ფერთა გამა, ყვავილოვანი აპლიკაციები სამოსზე და ლითონისფერი ქსოვილის პოპულარობა.თუმცა, ზამთრიდან გამოყოლილი სეზონური ასთენიის...

ზაფხული – მოდური ტენდენციები

როდესაც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარე მოდის კვირეულებზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენება დამთავრდა, გარდა მოულოდნელად დაბრუნებული პანკური ესთეტიკის და ექსტრავაგანტული ბეწვის პალტოების, რთული იყო სხვა რაღაცაზე გვეფიქრა. წინ მართლაც საინტერესო შემოდგომა გველის, ზედმეტად მასკულინური სამოსით და უჩვეულოდ მხიარული გრაფიკული პრინტით, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ზაფხულის მოდა კი განსხვავებულ ტენდენციებს გვკარნახობს. მართალია, ის საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა რამდენიმე...

სამყარო შავი არ არის

მისი მოდით გატაცება ბავშვობიდან დაიწყო. დედამისი, ისევე როგორც ბებია, მკერავი იყო. როდესაც სკოლიდან ბრუნდებოდა, ხშირად მიდიოდა ამ უკანასკნელთან და უყურებდა, როგორ მუშაობდა. შემდეგ ქსოვილებით, მაკრატლით და მსგავსი ნივთებით თამაშს იწყებდა. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში მარკეტინგისა და კომუნიკაციის მეცნიერებას სწავლობდა, თუმცა ბავშვობის სიყვარულის დავიწყება მაინც ვერ შეძლო და პროფესიასთან მისი სინთეზის შედეგად მოდის სამყაროში აღმოჩნდა.მოდის კონსულტანტი მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროში, ჯანი...

ლატე რძის გარეშე, ანუ ბარი ქართულად

თუ თბილისის ბარების ხშირი სტუმარი ხართ, რამდენჯერმე მაინც იქნებით უკვე საკმაოდ ნაცნობი სურათის შემსწრე: ბართან უცხოელი სტუმარი დგას და ბარმენს ეუბნება, რომ მან სულ სხვანაირი „მარგარიტა” შეუკვეთა. ის კი მოთმინებით უხსნის, რომ სასმელის მომზადების დროს ტეკილაც გამოიყენა, კუანტროც და საერთოდაც, აქ ასე ამზადებენ. ცხადია, აქ საქმე განსხვავებულ ინგრედიენტებში არაა –...

ქართული მოდა

„არ გვყავს ის პუბლიკა, რომ რაღაც ორიგინალური დაანახო და დაგიფასონ”, – ასე მითხრა ერთ-ერთმა ქართველმა დიზაინერმა, როდესაც ქართულ მოდაში იდეების ნაკლებობაზე ვსაუბრობდით. ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის – მიუხედავად მყარი მითისა ქართველების კარგი გემოვნების შესახებ, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომელიც მოდის სფეროთი ზედაპირულად არ...

Guide - თებერვალი

1) კილიან ჰენესი მის მიერ გამოგონილ, უცნაურ ბაღში მოგზაურობის გაგრძელებას გვთავაზობს. In The Garden of Good & Evil-ის სერიიდან საზოგადოებამ ორი პარფიუმერული ქმნილება – Forbidden Games და Good Girl Gone Bad – შარშან უკვე გაიცნო. ბოლო, In The City of Sin კი ყველაზე გურმანული გამოვიდა და პირველ რიგში გვატემალური ილის, ქლიავის და თურქული ვარდის ნოტებით გვამახსოვრებს თავს. წითელი წიწაკისა და ბერგამოტის წყალობით კომპოზიცია ეგზოტიკურ ჟღერადობას იძენს. საკმაოდ ტკბილი არომატია, რის გამოც მისი ტარება...

გურამ ოდიშარია: ჩვენ მოვედით მშენებლებად და არა დამანგრევლებად

ხელისუფლების შეცვლის დღიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ახალმა მინისტრმა, ბატონმა გურამ ოდიშარიამ აქტიურად დაიწყო მრგვალი მაგიდის გარშემო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შეკრება. დისკუსიები მრავალ თემაზე გაიმართა – მათ შორის, თბილისის ისტორიულ უბნებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კინოს სუბსიდირებაზე და...

არომატული სეპარატიზმი

ფრანგ ახალგაზრდობას ბოლო ხანებში ახალი ახირება გაუჩნდა, რაც შემდეგ ერთგვარ მოდურ გასართობადაც კი იქცა. მისია – ელიტარული პარფიუმერიის გადარჩენაა, მისი ხსნა ერთფეროვნებისგან, საზღვრებისა და შეზღუდვებისგან. მეინსტრიმთან ბრძოლაში მათ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ლუქს ბრენდებთან დაპირისპირებამ ერთგვარი ჯვაროსნული ლაშქრობის ხასიათი მიიღო. ერთი შეხედვით...

ვერმეერის ძიებაში

ინტერვიუ ირინა პოპიაშვილთან 9 ნოემბერს ჩავწერეთ, რამდენიმე დღით ადრე, სანამ სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო მის კანდიდატურას გადაირჩევდა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელს, თინა კლდიაშვილს დანიშნავდა. ფარულ შეხვედრაზე გამოტანილი გადაწყვეტილების მიზეზად პოპიაშვილის მოწინააღმდეგეები ყოფილი რექტორის მიერ პედაგოგების საკუთარი...