ნინა ახლოური

83 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

სტატიები

alla KONTRAPUNKT

წელს კლოდ დებიუსი 150-ის, ჯონ ქეიჯი კი 100 წლის გახდებოდა. კომპოზიტორების იუბილესთან დაკავშირებით, კონსერვატორია და ეროვნული მუსიკის ცენტრი დებიუსი-ქეიჯის კვირეულს ატარებს. ორშაბათს, 26 ნოემბერს alla კონტრაპუნქტი კონსერვატორიაში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა, რომელიც დებიუსისა და ქეიჯის შემოქმედებას მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი alla KONTRAPUNKT წელს პირველად ტარდება და პროფესიული მუსიკის ფესტივალის KONTRAPUNKT-ისგან განსხვავებით, საზოგადოებას ორ უცხოელ კომპოზიტორს გააცნობს. „...

Guide 19-25 ნოემბერი

 რამდენიც უნდა ისაუბრონ fast fashion-ზე, როგორც არაეთიკურ მიმდინარეობაზე, ან სამოსის მსხვილი კომპანიების მიერ შრომის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სკანდალებზე, ხელს ვერაფერი შეუშლის იმას, რომ  კოლაბორაციები მოდის წამყვან სახლებთან წლის ერთ-ერთ ხმაურიან მოვლენად იქცეს. H&M-მა ამჯერად Maison Martin Margiela-ს თაყვანისმცემლებზე იზრუნა. ერთობლივი კოლექცია გაყიდვაში...

Guide 4 - 10 ივნისი

1) ანა დელო რუსოს სახელი მოდის სამყაროში ყველამ იცის – ყველაზე ექსცენტრიკული ინსაიდერი ყველაზე ექსტრავაგანტური სტილითაც გამოირჩევა. იაპონური Vogue-ის შემოქმედებითმა კონსულტანტმა ახლახან H&M-ისთვის აქსესუარების კოლექციაც შექმნა – მასში შევა სამაჯურები, საყურეები, მზისგან დამცავი სათვალეები, ფეხსაცმელი, პატარა ჩანთები და მაღაზიებში წლეულს ოქტომბერში გამოჩნდება...

Guide 17 - 23 სექტემბერი

საუნდის დიზაინი ლინჩის ფილმებში ისაა, რაც რეჟისურაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, რთული იქნებოდა წარმოგვედგინა მისი Eraserhead ცნობილი საუნდტრეკის გარეშე. ახლახან რეჟისორის თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცათ, კიდევ ერთხელ „მოუსმინონ” ფილმს – ლინჩის და სპლეტის იმ ექსპერიმენტების შედეგს, რომლებსაც ისინი წყლით სავსე აბაზანაში ატარებდნენ სასურველი ხმის მისაღებად...

ხელოვნების აკადემია დემოკრატიული უნდა იყოს

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 19 ოქტომბრიდან თბილისის პირველი ტრიენალე Offside Effect იმართება, რომელიც ხელოვნების აკადემიის სტატუსს და, ზოგადად, სახელოვნებო განათლებას ეძღვნება. ღონისძიება საკმაოდ მასშტაბურად დაიგეგმა - ექსპოზიციებს რამდენიმე ათეული არტისტი მთელი მსოფლიოდან რამდენიმე საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს. ტრიენალეს სტუმრობენ ვიზუალური ხელოვნების დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პლატფორმები, ისეთები, როგორიცაა F+F (ხელოვნებისა და მედიადიზაინის ხელოვნების სკოლა, შვეიცარია...

Guide 22 - 28 ოქტომბერი

1)თუ ყოველთვის გინდოდათ, გყოლოდათ BMW, მაგრამ ნაკლებად მეგობრობთ მანქანებთან, ან გამოუსწორებელი „მწვანე” ხართ და არ გინდათ გარემოს დაბინძურება გამონაბოლქვით, ეს არ ნიშნავს, რომ BMW – თქვენთვის არ არის. ახალი ველოსიპედი BMW Cruise Bike გარედან ალუმინითაა დაფარული და დახვეწილი, მაგრამ უბრალო დიზაინით გვამახსოვრებს თავს. ის ხუთ სხვადასხვა ფერში გამოვიდა. ბრიტანული Esquire ხუმრობით მის კედელზე დაკიდებას გვთავაზობს, მაგრამ დიზაინის გარდა, BMW-ს ახალ ქმნილებას სხვა ტექნიკური ღირსებებიც აქვს და...

ერთი ფერი: ულტრაიისფერი

სავარაუდოდ, მის შესახებ მეცამეტე საუკუნემდე არავინ არაფერი იცოდა, სანამ ერთმა ინდიელმა ფილოსოფოსმა თავის ნაშრომში არ დაწერა იისფერ სხივებზე, რომელთა დანახვაც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა ფიზიკოსმა იოჰან ვილჰელმ რიტერმა აღმოაჩინა, რომ ვერცხლის ქლორიდი სწრაფად იშლება უხილავი სინათლის ზემოქმედებით,...

ნიუ იორკელის თვალით დანახული საქართველო

პროფესიით – ეთნომუსიკოლოგია. უფრო სწორად, ეთნომუსიკოლოგი, ანთროპოლოგი, არქეოლოგი, მკვლევარი, მწერალი, ფოტოგრაფი, მუსიკოსი... უჭირს იმის თქმა, რომელი საქმიანობა უკეთ გამოხატავს მის პიროვნებას. ერთი რამ ცხადია, პიტერ გოლდის კიდევ ერთ არაოფიციალურ პროფესიას – მოგზაურობას – ბევრი რამის ახსნა შეუძლია. გოლდის მთავარი მამოძრავებელი ძალა უცხო კულტურებით დაინტერესება, კვლევა, მათ შორის საერთო უხილავი კავშირების აღმოჩენის სურვილია... და მუსიკის სიყვარული. „ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ დავიბადე და...

Guide

1)ახალი ქინდლის შექმნით ამაზონმა კიდევ ერთი მიზეზი მოგვცა, რომ კითხვა უფრო შეგვიყვარდეს. ის, რაც მას წინა თაობის რიდერებისგან გამოარჩევს, პირველ რიგში, ეკრანია. გაზრდილი კონტრასტის წყალობით, ქინდლი Paperwhite-ის მკაფიო, თეთრ ფონზე შავი ტექსტის კითხვა უფრო სასიამოვნო გახდა. ამასთან, კითხვა კომფორტულია ნებისმიერ შუქზე – მზეზე ეკრანი სინათლეს ირეკლავს, შიდა განათება კი ლოგინში გათენებამდე კითხვის საშუალებას გაძლევთ. დიოგენე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული მწერლის, ჰენრი მილერის...

New. ქაოსური ოდისეა

სცენის წინა ნაწილში ორ ადამიანს ვხედავთ – სარწეველაში მჯდომ, უცნაურად ჩაცმულ ქალს და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ მამაკაცს. ქალი პროფესიით მსახიობია და თავი სარა ბერნარი ჰგონია. სევდიანად გამოიყურება, რადგან გამუდმებით თავის მიერ შესრულებულ ჯულიეტას როლზე და წარსულ დიდებაზე ფიქრობს. არანაკლებ უცნაური იდეებითაა შეპყრობილი კაცი. ის, არც მეტი და არც ნაკლები,...