ნინო დუნდუა

5 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 7 თვე

სტატიები

რატომ მოიგო ობამამ?

„თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამერიკა არის ადგილი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ დამფუძნებელი მამების იდეალები ჩვენს დროში აღარ არსებობს და დემოკრატიის ძალას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მან მიიღო პასუხი. ამერიკამ დღეს მსოფლიოს უთხრა, რომ არასდროს ყოფილა წითელი და ლურჯი შტატების ნაკრები, ჩვენ ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული...

კადაფის მკვლელობაში ფრანგული კვალი აღმოაჩინეს

ფრანგული საიდუმლო სპეცდანაყოფი, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტს ემორჩილება და მის პირდაპირ ბრძანებებს ასრულებს, გენერალ კადაფის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამ ცნობას Daily Telegraph-ი ჩრდილოაფრიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მუამარ კადაფი 2011 წლის 20 ოქტომბერს, მის მშობლიურ ქალაქ სირთას მახლობლად მოკლეს. კადაფის ადგილმდებარეობას ბაშარ ალ ასადის დახმარებით მიაგნეს,...

მიტ რომნი vs. ბარაკ ობამა

ნიუ იორკის შტატში მდებარე ჰოფსტრას უნივერსიტეტში საპრეზიდენტო კანდიდატების რიგით მეორე დებატი გაიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატები ამჯერად ამომრჩეველთა შეკითხვებს პასუხობდნენ. ბარაკ ობამა, წინა დებატისგან განსხვავებით, უფრო თავდაჯერებული გახლდათ და აგრესიული სტილით გამოირჩეოდა. ამჯერად მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, რომ რომნისთვის შეეტია. მიტ რომნი მშვიდად იგერიებდა...

ბენღაზის სკანდალმა შესაძლოა ობამას რეიტინგი შეიწიროს

წლის 11 სექტემბერს ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რასაც ოთხი ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სტივენსიც იყო. ობამას ადმინისტრაციისთვის დანაკარგის აღიარებაზე მეტად ყველაზე რთული აღმოჩნდა ისეთი ვერსიის მოფიქრება, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად მტკივნეულად მიიღებდა წინასაარჩევნო სენსიტიურ პერიოდში. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ანტიისლამური ფილმის, „მუსლიმთა უმანკოების” საწინააღმდეგოდ მიმართული პროტესტი იმდენად უკონტროლო გახდა...

შედეგები ერთი წლის შემდეგ

მარსელში რუსული პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის მხარდასაჭერ აქციაზე დემონსტრანტები მოულოდნელად პოლიციის ალყაში აღმოჩნდნენ. შვიდი მათგანი მალევე დააკავეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მათი დაჭერის მიზეზი არც უკანონო დემონსტრაცია იყო და არც პროტესტის მწვავე ფორმები, არამედ ნაქსოვი ჩაფხუტები (ე.წ. balaclavas), რომელსაც აქციის მონაწილეები Pussy Riot-ის გოგონების მსგავსად ატარებდნენ. საფრანგეთში 2011 წლის აპრილში მიღებული რეგულაციის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვა იკრძალება. აქტი „...