ნინო მაჭარაშვილი

78 სტატია 9 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

გიგა ბოკერია: ონიშენკოს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, ხოლო ევროპის სახალხო პარტია დავგმოთ?

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირებზე, სასამართლო ხელისუფლების რეფორმაზე, ნაციონალური მოძრაობის გეგმებსა და პრობლემებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე, ტაბულა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრა. რამდენად შეეზღუდა მოქმედების არეალი ეროვნული უშიშროების საბჭოს მას შემდეგ, რაც მისი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა?...

არასამთავრობო სექტორის აქტივობა არჩევნებამდე და შემდეგ

საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ერთიანი საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რიცხვი 2010-დან 2011 წლამდე 14 ათასიდან 16 ათასამდეა გაზრდილი. მიუხედავად არცთუ მცირე რაოდენობისა, მათგან დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურადაა რეგისტრირებული, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები კი საერთო რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეც. მაგალითად, G-PAC-ის (...

გიორგი მარგველაშვილი: უფასო არანაირი განათლება არ შეიძლება იყოს

განათლების სისტემაში ცვლილებებია. გამოცდების წლევანდელ და მომავალი წლების მოდელზე, სკოლების როლზე, უნივერსიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებებსა და განათლების სისტემასთან დაკავშირებულ ზოგად ხედვებზე ტაბულა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა. დავიწყოთ გამოცდების თემით: 8+1 სისტემა, რომელიც 2013 წლიდან...

გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი

ოქტომბერს მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა შეიტყვეს, რომ საატესტატო გამოცდების წესი იცვლება, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად კვლავ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. სიახლის შესახებ საზოგადოებას განათლების ახალმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ამცნეს. ხელისუფლების ცვლილებამდე, ცნობილი იყო, რომ 2012 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები უკანასკნელად ტარდებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, 2013 წლიდან უმაღლესში...

განათლების სფერო სამთავრობო და საარჩევნო პროგრამებში

25 ოქტომბერს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, რომლის განხილვა პარლამენტმა შეკრებიდან მეორე დღესვე დაიწყო. პროგრამაში, სახელწოდებით „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, საუბარია იმ „ფართომასშტაბიან რეფორმებზე“, რომლებიც „ყველა სტრატეგიული მიმართულებით“ უნდა გატარდეს. მათ შორის მოიაზრება განათლების მიმართულებაც. დანარჩენი სფეროების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის გეგმები პროგრამაში დებულებების სახითაა გადმოცემული. საპარლამენტო უმცირესობის...

ამნისტია თუ ნულოვანი ტოლერანტობა

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალაუფლების უპრეცედენტოდ დემოკრატიული ტრანზიციის პერიოდი მოვლენებითა და ემოციებით დატვირთული პროცესი აღმოჩნდა. ამ პერიოდში, უშუალოდ პოლიტიკური მოვლენების გარდა, საზოგადოებას განსჯისა და წუხილის სხვა მნიშვნელოვანი თემაც გამოუჩნდა: არჩევნების შემდგომ, კრიმინალური ფაქტების რაოდენობამ თვალშისაცემად მოიმატა. ბოლო ხანების დანაშაულებს შორის ყველაზე გახმაურებული ბანკების ძარცვის შემთხვევებია: 5 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ნიღბიანებმა ფული ვარკეთილში...

დავით უსუფაშვილი: ორივე მხარეს დამატებითი პასუხისმგებლობა გვეკისრება

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­კად­რო გეგ­მებ­ზე, პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვებ­სა და სა­გა­რეო კურ­ს­ზე ტა­ბუ­ლა კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ერ­თ­-ერთ ლი­დერს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ მას­თან ინ­ტერ­ვი­უს. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და უშუ­ა­ლოდ არ­ჩევ...

ჯანდაცვის პრობლემები სასჯელაღსრულების სისტემაში

გლდანის ციხეში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ცხადად გამოჩნდა, რომ პირველადი და გადაუდებელი პრობლემა სასჯელაღსრულების სისტემაში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრაა. თუმცა ხელისუფლებამ, „სისტემური მარცხის” აღიარების შემდეგ, იმის პირობაც დადო, რომ ის მთლიანი სისტემის რეფორმირებას...

გიორგი ტუღუში: „ადრე ორი კაციც რომ დასჯილიყო, ჩვენ ამის მომსწრეები არ გავხდებოდით”

სექტემბერს გამოქვეყნებული, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოებისა და სასჯელაღსრულებით სისტემაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე, ტაბულა საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. სახალხო დამცველის ანგარიშებიდან ვიცოდით, რომ გლდანის მე-8 დაწესებულება განსაკუთრებით პრობლემურია პატიმრების უფლებების დარღვევის მხრივ – თუმცა ნანახმა ბევრის მოლოდინს გადააჭარბა. საუბრობდნენ თუ არა მონიტორინგისას თქვენს წარმომადგენლებთან პატიმრები კონკრეტულად ისეთ დარღვევებზე,...

მანკიერი ბრძოლა მუსლიმთა უმანკოებისათვის

სექტემბერს ინდოელი წარმოშობის მწერალმა, სალმან რუშდიმ, მემუარები გამოსცა – „იოსებ ანტონი” აღწერს მწერლის ცხოვრების ბოლო ათწლეულებს, რომელიც მან ფატვის ქვეშ, მალვასა და სასიკვდილო მუქარებში გაატარა. მუსლიმური სამყარო მისმა „სატანურმა ლექსებმა” 80-იანი წლების ბოლოს აღაშფოთა – მორწმუნეთათვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რომ ისლამი, მუჰამედი და მისი ცოლები მწერლის საწერ...