სალომე ბარკერი

993 სტატია 6 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

გამოუვალი მდგომარეობა (არ) არსებობს

„ცნობილი მარკეტინგული სიბრძნეა, არა შეიქმნა შენივე თავის პროდიუსერიო. იმიტომ, რომ თქვენ უნდა იფიქროთ მუსიკაზე, პოეზიაზე, რითმაზე, რიტმზე, მუღამზე, სულზე, გულზე, ჯიგარზე... და პროდიუსერმა უნდა იფიქროს დაგეგმვაზე, ფინანსებზე, შემოსავალ-გასავლის კორელაციაზე, იმიჯზე, ქათერინგზე, ერთ კვადრატულ მეტრზე სტუმრების რაოდენობაზე", – ამ სიტყვებით გაეცნო უკვე წარმატების და პოპულარობის აღმართზე შემდგარ გამოუვალ მდგომარეობას ჯგუფის მომავალი მენეჯერი, „ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ სერიაში.სერიალის სიუჟეტისგან...

Tbilisi Open Air 2013

Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულობით, ღია ცისქვეშ ტარდება. ის ერთ სცენაზე აერთიანებს დამწყებ და პოპულარულ ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსებს და, რაც მთავარია, ათეულ ათასობით მსმენელს. ფესტივალი წლიდან წლამდე იცვლის ჩატარების ადგილს, ფორმას, იხვეწება და ვითარდება.Tbilisi Open Air არსებობის განმავლობაში წელს პირველად იქნება ერთდღიანი და ჩატარდება არა ტრადიციულად გაშლილ და თავისუფალ სივრცეში, პარკში ან...

Kung Fu Junkie

მხიარულ-სევდიანი ჩინური რობოტების, ურბანული შაოლინელი ბერების, წითელი ტუჩსაცხებისა და ჭკვიანი ნარკოტიკების პოპ-ელექტრო ცირკი -Kung Fu Junkie ოთხი წევრისგან შედგება: ზურა ჯიშკარიანი იგივე ზომბი ან Next (ვოკალი, გიტარა), თაზო ლიპარტელიანი იგივე გრინჩი ან Vicki Lee (ვოკალი, კლავიში, FX), თემურ ეზუგბაია იგივე Vinda Folio (გიტარა, ვიზუალური ეფექტები) და ამირან ნინუა იგივე ამიკო ან MC CutKill (ვოკალი). Dance or Die -ასე ჟღერს ბენდის დევიზი და უკვე ოთხი წელია, ენერგიული რიტმები უმარტივესი ინგლისურით...

აუF!

მეჩქარება. გამოძახების დრო არ მაქვს, უფრო სწორად სანამ გამოძახებული ტაქსი ვარკეთილში მოაღწევს.. ამიტომ, სწრაფად სახლთანვე ვკვეთ ქუჩას და პირველივე ტაქსს ხელს ვუქნევ. - გამარჯობა, ფალიაშვილზე გავიდეთ რა, ოღონდ ძალიან მეჩქარება და შეძლებისდაგვარად სწრაფად ვიაროთ. - … - ჰმ, როგორც გინდა - ვფიქრობ, ცოტა მიხარია კიდეც, რომ ბევრს არ ვილაპარაკებთ. მაგრამ ისე, გამარჯობაზე რომ ეპასუხა რა დაშავდებოდა? აიპოდს ვიმარჯვებ და მომავალი მინიმუმ 20 წუთი მუსიკით და ღამის თბილისის ხედებით დატკბობას ვაპირებ....

არ ესროლოთ ოფიციანტს!

ფრაზა "მოღუშული მომსახურე პერსონალი" იმდენად მშობლიურია, ყურიც ისე მიეჩვია, რომ თითქმის აღარ გვიკვირს. თუ რომელიმე ჩვენი მეგობარი, უცნობი ადამიანი ქუჩაში, ან იქვე გაცნობილი (სწორედაც რომ ამ მოღუშულობაზე წუწუნის ფონზე) უკმაყოფილებას გამოხატავს დაბღვერილი, არამომღიმარი ოფიციანტის, მოლარის, კონსულტანტის მიმართ, მაშინვე კვერს ვუკრავთ, ერთი-ორჯერ გადავაქნევთ-გადმოვაქნევთ თავს "ნწ, ნწ, მართალია, ეჰ რას ვიზამთ"-ს ჩავილაპარაკებთ და კმაყოფილები ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს. კიდევ ერთხელ დარწმუნებულები იმაში...

დაკარგული თაობა

ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ კარგ დროს დავიბადეთ. ვერ მოვესწარით ტეკას, გაის, პურის რიგებს, “კურტკის” გახდას, დანის ფრიალს, სიბნელეს, სიცივეს და შიმშილს. ჩვენი იმედი აქვთ, ჩვენ მომავალი ვართ, ჩვენ გავიზარდეთ რევოლუციის მერე, უნივერსიტეტებში საკუთარი ცოდნით და ლომაიას დამსახურებით ჩავაბარეთ, მეთერთმეტე კლასის გამოცდებს გადავურჩით და საერთოდ მეთერთმეტე კლასებს ძლივს მოვესწარით. ჩვენ მოგვცეს ლექტორების არჩევის თავისუფლება, (მწირი, ერთფეროვანი და არაფრისმომცემი ვარიანტების მიუხედავად, მაგრამ...

ჰომოფობია, მითი თუ რეალობა?

ბოლო დროს ცოტა მოდურადაც კი ითვლება სტატიების ან გნებავთ პოსტების წერა თემებზე რომლებიც “ჰომო”-თი იწყება. განსაკუთრებით აქტუალური ამ თემაზე გამოკითხვის ჩატარებაა. საერთოდ დიდი ხანია ვთვლი, რომ ქუჩის გამოკითხვა აუტანელი პროცესია რეპორტიორისთვის, რესპოდენტისთვის და განსაკუთრებით მაყურებლისთვის. შედეგები ძირითადად ერთფეროვანია ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში ნერვების მომშლელი, ორივე მხარის უკომპეტენტურობით. კითხვებსაც ვგულისხმობ და პასუხებსაც. ერთი სიტყვით კიდევ ერთი მსგავსი ვიდეოთი ინსპირირებულმა...