სანდრო თარხან-მოურავი

25 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 10 თვე

სტატიები

საწოლები, საცეცები, ვაკის პარკი

როდესაც სკოლიდან ერთ საერთაშორისო ტურნირზე მივდიოდით, ფიზიკის მასწავლებელმა თენგიზ ბიბილაშვილმა მოგვცა რჩევა, რომელიც სამუდამოდ ჩამიჯდა გონებაში. რჩევა იყო შემდეგი: ჯობია პრეზენტაციაში თვითონ ილაპარაკო შენი პროექტის მინუსებზე, ვიდრე ეს მინუსები ოპონენტმა აღმოაჩინოს. ნებისმიერი ნაკლის გამოაშკარავება ჯობია შთაბეჭდილებას, თითქოს ნაკლის დამალვას ცდილობდი.ოღონდ ერთია რჩევა მოისმინო — მსგავსი რამე ალბათ პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების უმრავლესობასაც ერთხელ მაინც სმენია. მეორეა, გაიაზრო...

მამათის მონატრება

ვუსმინე არმაზ ახვლედიანს, ეკა ბესელიას, ვანო კიღურაძეს, თამაზ თამაზაშვილს და კიდევ ბევრს. ვუსმინე ერთხელ, ორჯერ, ცხრაჯერ და ბოლოს გონივრული ეჭვი გამიჩნდა: აგარაკ „ბიზნესცენტრის" მაგივრად შემთხვევით ისევ კრწანისის ექს-რეზიდენციიდან ხომ არ ვიმართებით? შინაგან რწმენამდე ჯერ ვერ ქაჩავს, მაგრამ ეჭვი ნამდვილად არის.საოცრება ხდება, პატივცემულებო: ციხის ძალადობის საბაბით (აქ ცხრაჯერ ვიმეორებთ „ცხადია, საშინელებები ხდებოდა", ბოლოს წრეს ვურტყავთ მაგიდას, ჰაერში ვატრიალებთ ლეპტოპს, ან რაც გაგვაჩნია, იმას...

არჩევნები: ნოემბრიდან ოქტომბრამდე

პირველი ჭეშმარიტად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში – მსგავსი შეფასებები არაერთხელ გვსმენია და წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო.იყო თუ არა ოქტომბრის არჩევნები ყველა წინა არჩევნებზე უკეთესი? შესაძლოა, იყო. გარკვეული მიმართულებებით, ნამდვილად მივიღეთ მნიშვნელოვანი წინსვლა.გვაქვს თუ არა საფუძველი, ერთმანეთს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბება მივულოცოთ? ჯერჯერობით ალბათ უფრო დემოკრატიის, როგორც სანუკვარი მიზნის, სადღეგრძელოთი უნდა შემოვიფარგლოთ....

ოპა-ოპა, აზია-ევროპა

ბოლო ათწლეულების საქართველოს ისტორია შესანიშნავად შეიძლება აღიწეროს ხშირად დასმული კითხვებით (ინტერნეტჟარგონზე: ხდკ). ასეთი აღწერა გაცილებით მეტს მოუყვება მომავალ თაობებს, ვიდრე არჩევნების თარიღები და მათში მონაწილე კანდიდატების სახელები.90-იანები: არის თუ არა ბორჯომი საკმარისი, რომ გავმდიდრდეთ და გავხდეთ შვეიცარია? ვინ, თუ არა კანონიერი ქურდები? ვინ, თუ არა შევარდნაძე? როდის შეკეთდება მეცხრე ენერგობლოკი? 2000-იანები: არის თუ არა ბორჯომი საკმარისი, რომ დავძლიოთ „პახმელია“? როდის დავიბრუნებთ...

კრიმინალი და დემოკრატია

„ქურდობა კი მათთან არაა არავითარი, და თუკი ვინმე იქურდებს და მოიპარავს თუნდაც რამეს მცირედს, ასეთ ხალხს ახრჩობენ. ხოლო ვინც იცრუებს, იმას ენაში გაუყრიან თოკს და გაჰყავთ, ხოლო ხელებსა და ფეხებს დაუბამენ და დაჰყავთ ქუჩებში და აყენებენ, რომ ყველამ ნახოს".ასეთი იყო ბიბლიური მცნებების დამრღვევთა ბედი მეჩვიდმეტე საუკუნის ლონდონში, რუს მოგზაურთა აღწერის მიხედვით.იქნებ ინგლისის ისტორიაში ჩაღრმავებამ ფრაგმენტში უზუსტობებიც დაგვანახოს, თუმცა, კუნძულელები რომ 1808 წლამდე ჯიბგირობასაც კი სჯიდნენ...

უძლურთა იმედები

ჩვეული სამი განზომილების მიღმა ხედვის განვითარებისთვის ბრტყელი სამყაროს მეტაფორაა პოპულარული. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არსებები, რომლებიც გადაადგილდებიან სიბრტყეზე, მაგრამ ვერ აღწევენ სივრცეში, ვერც აცნობიერებენ ჩვენი, გაცილებით დიდი სივრცითი სამყაროს არსებობას. თუ ჩვენ მათ სამყაროს დავაზიანებთ, ცვლილებების მიზეზს ალბათ ვერასდროს მიხვდებიან. სწორედ ბრტყელი სამყაროს მცხოვრებლებს ჰგავს რუსეთთან ურთიერთობების მომრავლებული ანალიზები. საუბარია იმ ექსპერტების, განსაკუთრებით კი ქართველი...

ვისწრაფოთ ნელა

„რანაირად ელით მსოფლიოს მხარდაჭერას რუსეთთან დაპირისპირებაში, როდესაც არ გყოფნით გამბედაობა, დაგმოთ სტალინის დანაშაულებები კაცობრიობის წინაშე”, – „ნიუ იორკელი ტურისტის” ასეთ ჩანაწერს კითხულობს BBC-ის წამყვანი სტალინის მუზეუმის სტუმართა წიგნში და იქვე მრავალმნიშვნელოვნად ეთანხმება, – „დიახ, ამით პრინციპში ყველაფერი ნათქვამია”.შეგვიძლია გავაკრიტიკოთ BBC-ის კოლექტივი სწორხაზოვნებისთვის. შეგვიძლია ვესაუბროთ ისტორიულ მიზეზებზე, მოვუყვეთ, რომ რუსეთში არანაკლები სტალინიზმია და საქართველოში „ყველა ასე...

ბურჟუაზიული ფიქრი ვარსკვლავიან ღამეს

ახალგაზრდა ინტელიგენტებში ძალიან პოპულარულია ჯანყი ბურჟუაზიულობის, ბიურგერობის, “მეშჩანობის” წინააღმდეგ. იგულისხმება, რობ ბურჟუაზია დაცლილია სულიერისგან და ემონება მატერიალურს, ზედაპირულს. ვფიქრობ, თუ კი არსებობს ადამიანური ამაოებისა და უგემოვნობის მეგა-მანიფესტაცია, ეს “ოსკარების” ცერემონიაა. მთელი თავისი გრანდიოზულობით, მოოქროვილობით, ლიმუზინებით, მრავალმილიონიანი კაბებით, ტიტანიკისა და ავატარის ესთეტიკით — “ოსკარები” არის ზედაპირულობის, ფიქტიური ღირებულებების ერთ-ერთი უდიდესი ფეიერვერკი...

ჩოხა ყველასათვის

„ქართველები ჩაიდნები არიან“, ამბობს კაცი, რომელსაც უნდა, სამშობლო მუდამ ჩაიდნებით იყოს დასახლებული. „ქართველები არიან ჩაიდნები“, იმეორებს კაცი, რომელსაც ესმის, რომ საყოველთაო სიჩაიდნე ქვეყნისთვის პრობლემაა. ქართველიც იჭირვებს და ბოლს უშვებს. არ ვარგა. ილიამ კი დაწერა „ბედნიერი ერი“ და დარჩა ილიად. ალბათ არ უნდოდა, მაგრამ წმინდანიც გახდა. საკითხავია, „ბედნიერი ერის“ ტრადიციაში მოღვაწეთა უმრავლესობა რას აღწევს, გარდა იმისა, რომ საჭიროზე მეტად მარგინალი ხდება. საზოგადოებრივ სატირას აქვს...

ჩვეულებრივი ქსენოფობია

ყოფილხართ სიტუაციაში, რაღაც საკითხზე ყველა რომ ერთს ფიქრობს და მეორეს ამბობს? თითქოს შეთანხმება არსებობს, რომელიც არავის უნახავს, მაგრამ მაინც ყველამ იცის და ზედმიწევნით ასრულებს. აი, ჩვენ ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვართ - მთელი საზოგადოება. ქართულ მედიას თუ გადავხედავთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა არის ელემენტარული ცნებების არსი: რა არის ადამიანის უფლებები, ქსენოფობია, ლიბერალიზმი. თითქოს ამ თემებს იმდენად ხშირად და მონდომებულად „ვღეჭავთ“, რომ გულის რევის მსუბუქ...