აკა ზარქუა

988 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
1 წელი 10 თვე

სტატიები

აშშ და ჩინეთი თუკიდიდეს ჩიხში - რა მომავალი აქვს ერთპოლუსიან მსოფლიოს

ამერიკა და ჩინეთი თუკიდიდეს ჩიხშითუკიდიდე ანალიტიკური ისტორიის ფუძემდებლად მიიჩნევა. თავის მთავარ ნაშრომში, რომელიც პელოპენესის ომებს ეხება, მოაზროვნე ანტიკური საბერძნეთის პოლისებს შორის მრავალწლიანი სამხედრო დაპირისპირების მიზეზებს განიხილავს, რომელმაც კლასიკური საბერძნეთი დაანგრია. თუკიდიდეს მიხედვით, პოლისებს შორის დაპირისპირების მიზეზი ათენის სწრაფი სამხედრო და ეკონომიკური აღმავლობა იყო, რამაც სპარტის შიში განაპირობა და ომი გარდაუვალი გახადა. სწორედ ამ თეორიაზე დაყრდნობით, პროფესორი...

პრეზიდენტი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა — ვინ არის სი ძინპინი

სი ძინპინი სახალხო რესპუბლიკის რიგით მეექვსე და ჩინეთის პირველი ლიდერია, რომელიც კომუნისტური რევოლუციის შემდეგ დაიბადა. სი ძინპინი 87 მილიონი წევრისგან შემდგარი პარტიის სათავეშია, ორგანიზაციის, რომლის რიცხოვნობაც გერმანიის მოსახლეობას აღემატება. გენერალური მდივანი სრულ ძალაუფლებას ფლობს სამხედროებზე, მოსამართლეებზე, მედიაზე, გიგანტურ სახელმიწიფო კომპანიებზე.ლენინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშომის მიხედვით, სი ძინპინმა ადგილი ორკესტრის შუაგულში დაიკავა. "ორკესტრის სამართავად საჭიროა ცენტრში...

როგორ იწრთობოდა ჩინეთის პოლიტიკური სისტემა - მაო ძედუნიდან სი ძინპინამდე

ანტიკური ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახიათებელი მონარქიზმის იდეის ირგვლივ არსებული საყოველთაო კონსესუსი იყო. ანტიკური რომისა და საბერძნეთისგან განსხვავებით, ჩინურად მოლაპარაკე სამყაროში არასდროს ჩაუტარებიათ ექსპერიმენტი, რომელიც სახელმწიფოს მართვაში რაიმენაირი ფორმით მოსახლეობის მონაწილეობას გულისხმობდა. მონარქიზმი ყოვლისმომცველ იდეას წარმოადგენდა, რომელსაც მხარს უჭერდნენ მოაზროვნეები და სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლები. ორი ყველაზე გავლენიანი სკოლა კონფუცინიასტურ და ლეგალისტურ...

რატომ ეცემა ნავთობის ფასი და რა ელის ბაზარს მომავალში?

20 აპრილის საღამოს, მაისის ფიუჩერსებით ვაჭრობის ვადის ამოწურვის ფონზე, ამერიკული წარმოების WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ჯერ 0 დოლარამდე დაეცა, ხოლო მოგვიანებით -40 დოლარში გავიდა. სწორედ ამდენს უხდიდნენ მწარმოებლები მყიდველებს, რომლებიც პროდუქციის დასაწყობებას უზრუნველყოფდნენ. WTI-ის მარკის ნავთობს დღეს საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკისა და რუსული წარმოების URALS-ის გაუფასურება მოყვა. რუსეთში წარმოებული მთავარი საექსპორტო სახეობის URALS-ის მარკის ნავთობის ფასი სავაჭრო...

ამერიკელები, საუდები, როსნეფტი და პუტინის წარუმატებელი სანავთობო ბლიცკრიგი

6 მარტს ვენაში დაწყებული დაპირისპირება 12 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში დროებითი ზავით დასრულდა. ფასების დროებით გამყარების იმედით, მხარეები ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე შეთანხმდნენ.შეთანხმების ოპტიმისტური მოლოდინი ფინანსურ ბაზრებსაც გადაედო - საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, რომელიც თვის დასაწყისში 25 დოლარი ღირდა, 35 დოლარამდე გაძვირდა. ტრადიციულად, ნავთობის ფასს გაჰყვა რუბლიც და ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ დღეში გამყარების ახალი რეკორდიც...

რა ელის ეკონომიკას კორონავირუსის კრიზისის პირობებში და რას გეგმავს მთავრობა

დაავადებამ კიდევ უფრო დაამძიმა გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა. Covid-19-ის უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ აქტიურობაზე ფართო გავრცელების პირველივე დღეებიდან გამოვლინდა. პესიმისტური ეკონომიკური პროგნოზები თებერვლის ბოლო კვირაში მომრავლდა, რადგან ეს კვირა მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟებისთვის ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი ვარდნით დასრულდა. კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნებმა შეზღუდვები დააწესეს. წინა კვირაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების...

რატომ ეცემა ნავთობის ფასი და რა მიზნით დაიწყო სატარიფო ომი კრემლმა?

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ნავთობის ფასები 10%-ით შემცირდა. ფასები კიდევ უფრო დაეცა 9 მარტს - სავაჭრო დღის გახსნიდან რამდენიმე საათში ნავთობის ფასები თითქმის 30%-ით შემცირდა. ეს 1991 წლის შემდეგ, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში მომხდარი ყველაზე დიდი ვარდნაა. ნავთობის მწარმოებელი რუსული კომპანიებიდან OPEC-თან ალიანსის ჩაშლას საჯაროდ მხარი ჯერ მხოლოდ როსნეფტმა დაუჭირა. სავარაუდოა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია როსნეფტის ხელმძღვანელმა და ვლადიმერ პუტინის ძველმა მეგობარმა,...

ჯანდაცვის მწვავე კრიზისი - 520-ე დადგენილების უკვე დამდგარი და მოსალოდნელი ზიანი

ცვლილებას მალევე პროტესტი მოჰყვა კლინიკების მხრიდან, რადგან დადგენილი ტარიფები, რიგ შემთხვევაში, ჩამოუვარდება მომსახურების საბაზრო ღირებულებას. აქამდე მოქმედი ტარიფები 2013 წელს იყო დადგენილი. ჯერ კიდევ თამაშის ახალი წესების ამოქმედებამდე, 26-მა კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართა, 6 თვით გადავადებულიყო დადგენილების ამოქმედება. სამედიცინო სფეროში დასაქმებულებისა და სფეროს ექსპერტების თხოვნა მთავრობამ მაშინ არ გაითვალისწინა და დადგენილება 520 ძალაში 21 ნოემბერს შევიდა. სამი...

კარგი ტექნოკრატი და ლეპსის სიმღერის ავტორი - ვინ არის რუსეთის ახალი პრემიერი

ეს იყო ერთგვარი სასახლის გადატრიალება, რომლის ინიციატორიც თავად იმპერატორი იყო. ორი საპრემიერო და სამი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, ამჯერად პუტინმა უფრო ბუნდოვანი არჩევანი გააკეთა. 2008 წლისგან განსხვავებით, უცნობია, თუ რა თანამდებობას აირჩევს რუსეთის უცვლელი მმართველი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მის მიერვე ინიცირებული ცვლილების მიხედვით, ფორმალურად იზრდება დუმის და ფედერაციის საბჭოს ძალაუფლება, სუსტდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, თუმცა იხსნება ორი ვადის საკონსტიტუციო ლიმიტიც...

აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომი შეჩერებულია - როგორია შუალედური შედეგები

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის მთავარი ბრძოლა - სავაჭრო ომი ჩინეთთან შეჩერებულია. აშშ-მა თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური დაპირისპირება დროებით შეაჩერა. მანამდე კი, ამერიკელი ეკონომისტები სავაჭრო ომის შუალედურ შედეგებს აკვირდებიან, როგორც ჩანს, დაპირისპირების შედეგად უფრო მეტად ამერიკამ იზარალა. 2018 წლიდან მოყოლებული დონალდ ტრამპმა 370 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფები დაააწესა. დაწესებული ტარიფების ეფექტი ეკონომიკაზე...