აკაკი ცომაია

7 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

აკაკი ცომაიას სტატიების უმეტესობა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზს ეხება. აკაკი ცომაიამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. აქვს დოქტორის ხარისხი. ფულბრაიტის პროგრამით, ლექციებს კითხულობდა აშშ-ს ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტატიები

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის კოალიციის წევრებში ერთგვარი ეიფორიაა შექმნილი საქართველოს მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ქმნის დიდ მოლოდინებს, რომ ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი არ ჩამოსცდება დაგეგმილ 5%-ს. ფინანსთა სამინისტრო საკუთარ არგუმენტებს ამყარებს 2014 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით, კერძოდ, 18331,2 მლნ ლარით, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 78.1 მლნ ლარით აღემატება....

მოთხოვნა და მიწოდება პოლიტიკურ ბაზარზე

დემოკრატიის ეკონომიკური ანალიზინაწილი 3(იხილეთ ნაწილი 1)(იხილეთ ნაწილი 2)თავისუფალი ბაზრის მექანიზმი კარგად ხსნის რესურსების განაწილების პროცესს. თუმცა, რადგან ბაზარს ახასიათებს ე.წ. ჩავარდნა, როგორც წესი, მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე მეოთხედი იქმნება საზოგადოებრივ სექტორში, რომლის რაოდენობასა და ფასს ადგენს პოლიტიკური ბაზარი. ამ სტატიის მიზანია იმის ჩვენება, რომ ვერცერთი პოლიტიკური და, მათ შორის, დემოკრატიული სისტემა ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი ბაზრის ჩანაცვლებას, რადგან პოლიტიკური ბაზრის...

როგორ წარმოიქმნება მოთხოვნა საზოგადოებრივ სექტორში

დემოკრატიის ეკონომიკური ანალიზინაწილი 2 (იხილეთ ნაწილი 1)თავისუფალ საბაზრო სისტემაში ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს სარგებლისა და ხარჯის ანალიზის საფუძველზე. გადაწყვეტილება ნიშნავს, ერთი მხრივ, არჩევანის გაკეთებას არსებულ ალტერნატივებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, რაღაცის დათმობას უფრო მეტი ფასეულობის მიღების სანაცვლოდ. შესაბამისად, ფასი მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც იგი ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას და ქმნის ინდივიდუალური...

რა გვინდა, რას ველოდებით და რას ვითხოვთ?

დემოკრატიის ეკონომიკური ანალიზინაწილი 1: კოლექტივიზმის თეორიაურთიერთხელსაყრელი გარიგებები, რომელსაც ადგილი აქვს თავისუფალ ბაზარზე მყიდველსა და გამყიდველს შორის, ეკონომიკური სისტემის უმთავრეს შემადგენელს წარმოადგენს. თუმცა, ზოგჯერ აუცილებელია, რომ ურთიერთხელსაყრელი გარიგებების უზრუნველყოფის პროცესს უფრო მეტი მონაწილე ჰყავდეს, ვიდრე მხოლოდ მყიდველი და გამყიდველი. ასეთ მონაწილეთა ერთობლიობას პირობითად ვუწოდოთ კოლექტიური ორგანიზაცია ან კლუბი, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფს, სადაც ისინი...

ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის ფასი

საქართველოს პრემიერმინისტრის სატელევიზიო გამოსვლის შედეგად ირკვევა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა მიმდინარე და მომდევნო წლებში მიმართული იქნება იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის განხორციელებაზე. პრემიერმინისტრის განცხადებით, „სირცხვილია, როდესაც წმინდა ექსპორტის სტრუქტურაში იმპორტს 80% უკავია", განსაკუთრებული განცდა კი უკავშირდება იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მით უფრო ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ მიმართულებით, საქართველოში წარმოების დონე ძალზე დაბალია.მეტიც, მსჯელობაში გაიჟღერა...

რატომ გაუფასურდა ლარი?

რა ხდება სავალუტო ბაზარზე? ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.07 პუნქტით (4%) გაუფასურდა ამა წლის მარტიდან დღემდე. სასურსათო პროდუქცია გაძვირდა. იმპორტიორებმა განიცადეს მნიშვნელოვანი ზარალი. მომხმარებლებმა იგრძნეს, რომ ცხოვრება გაუძვირდათ. პოლიტიკოსებისა და ექსპერტთა განცხადებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და დამაბნეველია.აქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს ის, რომ ეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, აღნიშნული მოვლენები ყოველდღიური...

ეკონომიკური თავისუფლება „იდიოკრატიის” სანაცვლოდ

ცნობილია, რომ 70-ის წესის მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ორმაგდება 70/X პერიოდში, სადაც X ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს წაარმოადგენს. ფაქტობრივად, თუ საქართველოში ეკონომიკა ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდება მხოლოდ 7 წლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ დროის ამ მონაკვეთში, ადამიანთა კეთილდღეობა მიაღწევს აზერბაიჯანის მოქალაქის დონეს იმ დაშვებით, რომ აზერბაიჯანში ეკონომიკა ამ პერიოდში არ გაიზრდება. 2%-იანი ეკონომიკის ზრდის პირობებში, 50 წლის შემდეგ ჩვენ ისევ...

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ფასი

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა, ასახავს სამ პრიორიტეტულ მიმართულებას: ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დაგეგმილია 7,379 მლრდ ლარის მობილიზება, ხოლო ხარჯები 7,482 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში შიდა და საგარეო ვალდებულებები, ჯამში, 1 მილიარდი 332 მილიონი ლარით იზრდება.2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი 9 977,1 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო შიდა ვალი – 2 384 2 მილიარდი ლარი....

მთავრობის ეკონომიკური მიღწევები

ერთი წელი არის მინიმალური დრო, ერთი საანგარიშო პერიოდი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია საუბარი იმ წინასწარ პროგნოზებსა და ეკონომიკურ ტენდენციებზე, რომელსაც ადგილი ექნება მთელი საპარლამენტო ციკლის განმავლობაში. ეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ქცევა ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით არ შეიცვლება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მიღწევების ანალიზი გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გამოწვევების წინაშე დადგება ქვეყანა ოთხი წლის შემდეგ.გრძელვადიანი...

პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეკონომიკური შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს პირველ კურსელებს ვასწავლით, გამუდმებით გვიწევს იმის მტკიცება, რომ თავისუფალ ბაზარზე რესურსების გადანაწილება ხდება ისე, რომ საზოგადოების ჯამური კეთილდღეობა არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს სხვა ნებისმიერ შემთხვევაში იყო შესაძლებელი. საბაზრო წონასწორობის ფასი წარმოადგენს სწორედ იმ ძალას, რომლის მეშვეობითაც რესურსების გადანაწილება ყველა მონაწილისათვის (მომხმარებელი და მწარმოებელი) სასურველი მიმართულებით წარმოებს. კერძოდ, პირველ რიგში, თავისუფალი ბაზარი ახდენს საქონლის...