ალექსანდრე ისკანდაროვი

32 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

ხანუქა - განახლების დღესასწაული

ებრაული თემი მთელ მსოფლიოში მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის დღესასწაულს ზეიმობს.დღეს ებრაელებისთვის დაიწყო და რვა დღეს გასტანს ხანუქა, განახლების დღესასწაული. ებრაულ თემს თბილისის სინაგოგაში დღესასწაული დღეს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და უცხოელმა ელჩებმა მიულოცეს. ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ვარჯიში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 23 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრის წინა დღეს, ბორჯღალოსნება ვარჯიში გამართეს, იქამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მატჩი 23 ნოემბერს თბილისის დროით 16:30 სთ-ზე დაიწყება

მთვარის მუზეუმი ეროვნულ გალერეაში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იმართება გამოფენა "მთვარის მუზეუმი". გამოფენა 19 ნოემბერს გაიხსნა და 12 დეკემბრამდე გასტანს.

პარაგლაიდინგი

პარაგლაიდინგი, როგორც სპორტი, 1952 წელს ჩამოყალიბდა. სპორტული შეჯიბრებები და ჩემპიონატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება. პარაპლანით ფრენები შესაძლოა რამდენიმე საათს გაგრძელდეს და ასობით კილომეტრი დაიფაროს. პარაპლანით ფრენებს ხშირად იყენებენ ლამაზი ლანდშაფტების, ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა თუ შენობა-ნაგებობების აერო ფოტო და ვიდეო მასალის შესაქმნელად. პარაგლაიდინგი მრავალ ქვეყანაშია განვითარებული როგორც სპორტი, ასევე პოპულარული გასართობი საშუალება. პარაგლაიდინგის განვითარების მხრივ...

საქართველო - კანადა 19:15

დღეს, დინამო არენაზე საქართველოს ეროვნულმა და კანადის რაგბის ნაკრებმა შეხვედრა ჩაატარეს. თამაშის დროს გუნდებს შორის გაურკვეველი მიზეზების გამო ჩხუბი დაიწყო. საბოლოოდ თამაში საქართელოს სასარგებლოდ 19:15 დამთავრდა.შემდეგი თამაში 16 ნოემბერს 14:00-ზე აშშ-ს წინააღმდეგ ჩატარდება.

ქართველი და კანადელი რაგბისტების ვარჯიში

8 ნოემბერს, დინამო არენაზე საქართველოსა და კანადის მორაგბეთა ნაკრებებმა ივარჯიშეს.შეხვედრა საქართველოსა და კანადის ნაკრებებს შორის 9 ნოემბერს, დინამო არენაზე 19:15 სთ-ზე დაიწყება

FMX & STUNTRIDING SHOW

2 ოქტომბერს, დინამო არენაზე ფრისტაილ მოტოკროსში საჩვენებელი შოუ გაიმართა. საქართველოს ექსტრემალური სპორტის ერევნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღო ფრისტაილის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ალექსეი კოლესნიკოვმა.ასევე გაიმართა სტანტ შოუ. საქართველოს ექსტრემალური სპორტის ერევნული ფედერაციის გარდა, შოუ რედ ბულ კავკასიის და ONLY.S Group ორგანიზებით გაიმართა.

ფოტორეპორტაჟი - პირველი ავიაშოუ

ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის იუბილეს აღსანიშნავად, დღეს, საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ავიაშოუ გაიმართა. ღონისძიება 16:00-ზე დაიწყო და ერთი საათი გაგრძელდა. ავიაშოუს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და ხელისუფლებისა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე...

Red Bull GerGetIt 2013

Red Bull GerGetIt - ესტაფეტური შეჯიბრია, რომელიც საქართველოში წელს პირვალად ჩატარდება. ღონისძიება ექსტრიმალური სპორტის ოთხი დისციპლინის უნიკალური კომბინაციაა: თითოეული გუნდი შედგება კაიაკერის, მეკლდეურის, სამთო ველოსიპედისტისა და სამთო მორბენალისაგან. მონაწილეები ამავე თანმიმდევრობით გადასცემენ ესტაფეტას წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებს მარშრუტის დაძლევას, რომლის ფინიში გერგეთის მთის ფერდობზეა. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ...

ფოტორეპორტაჟი ჭელადან

დღეს სოფელ ჭელაში, რამდენიმე დღის წინ მოხსნილი მინარეთი დააბრუნეს. თუმცა ის არ აღუმართავთ. მინარეთი სოფლის მახლობლად "დასაწყობეს" და პოლიციის სპეციალურად გამოყოფილი ქვეითი მცველად მიუჩინეს. სახელმწიფო მოიქცა ისე, როგორც საპატრიარქოში გადაწყდა. დღეს მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვა იმ მეჩეთში აღასრულეს, რომელსაც მინარეთი აღარ აქვს.

1 კომენტარი