ალექსანდრე ისკანდაროვი

32 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 5 თვე

სტატიები

აქცია - ტერიტორიის გამწვანება დიღომში

გუშინ, 14 აგვისტოს, დიდ დიღომში, სუპერმარკეტ გუდვილის წინ გამწვანების აქცია გაიმართა. მოხალისეებმა 35 ძირი დარგეს. აქცია საზოგადოება ”პარტიზანული მებაღეობა თბილისში Guerrilla gardening Tbilisi”-ის ინიციატივით გაიმართა.

The Wall Live - Roger Waters

4 აგვისტოს, ITU სტადიონზე, სტამბოლში, გაიმართა როჯერ უოტერსის ლაივ კონცერტი The Wall

სვანეთის მთები - ფოტორეპორტაჟი

სვანეთი ცნობილი და გამორჩეულია არა მარტო თავისი ტრადიციებით, ხალხით და სამზარეულოთი, არამედ მთებით. ცხრათავიანი მწვერვალი შხარა, თოვლ-ყინულოვანი და ტიალი თეთნულდი, რომლისთვისაც მისი მშვენიერების გამო "სვანეთის დედოფალი" შეურქმევიათ, ორთავიანი მწვერვალი უშბა, გესტოლა, ჩათინი, ლაილა და სხვა.

ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი

მეთორმეტე საუკუნეში აშენებული "ჯვარიპატიოსნის" სახელობის ტაძარი წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 80-იან წლებში დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ტაძარი 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება.

აქცია - ანტიოკუპანტი

დღეს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 5 წლის თავზე, გმირთა მოედანზე აქცია გაიმართა, სახელწოდებით-ანტიოკუპანტი. მასში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო.

ლომისობის მსხვერპლშეწირვა - ფოტორეპორტაჟი

ლომისობა - უძველესი ქართული სატაძრო დღესასწაულია. აღინიშნება სულთმოფენობის მომდევნო ოთხშაბათს. როგორც სულთმოფენობა, ლომისობაც მოძრავი დღესასწაულია და ის აღდგომის თარიღიდან აითვლება. ლომისას სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე - სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. დღესასწაული ქრისტიანობისა და წარმართობის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. დღესასწაულზე პირუტყვის შეწირვა მასშტაბურ ხასიათს იღებს. სისხლის გუბეები ლომისობის განუყოფელი ნაწილია.

Red Bull King Of The Rock Georgia 2013

15 ივნისს ქუჩის კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატის, Red Bull King of The Rock 2013-ის, საქართველოს შესარჩევი ეტაპი გაიმართა. ფინალური ეტაპი კი 22 ივნისს რაბათის ციხეში შედგა.ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდა ერთი გამარჯვებული, ვახტანგ ქადარია, რომელიც სან-ფრანცისკოში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. ქართველი ფინალისტი პირველი ადგილისთვის 29 სექტემბერს ალკატრასის ციხის ეზოში მსოფლიოს 26 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იბრძოლებს.

აქცია - დაიცავი უნივერსიტეტი

უკვე რამდენიმე დღეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან საჯარო ლექციები თემაზე - "რა არის უნივერსიტეტი და რატომ უნდა იყოს იგი თავისუფალი" ტარდება. ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და მწერლები კითხულობენ.

თბილისის ცოცვის ფესტივალი

15 ივნისს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ცოცვის ფესტივალი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესიონალმა, ისე მოყვარულმა მეკლდეურებმა.

ნატახტრის აეროდრომის გახსნა

16 ივნისს ნატახტრის აეროდრომის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შთამბეჭდავი ავიაშოუ მოეწყო.