ალექსანდრე კახა ლომაია

13 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 8 თვე

ალექსანდრე (კახა) ლომაია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 2009–2013 წლებში. ამ დიპლომატიურ პოსტზე დანიშვნამდე ის იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სანამ საქართველოს მთავრობის წევრი გახდებოდა, ა. ლომაია მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, „დემოკრატიული კოალიციის პროექტის“ რეგიონული დირექტორისა და „ევრაზიის ფონდის“ საქართველოს ოფისის დირექტორის თანამდებობებზე. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.

სტატიები

პიროსის გამარჯვება

დამთავრდა არჩევნები, ქვეყანას ახალი პრეზიდენტი და ახალი ძველი მთავრობა ჰყავს, მაგრამ საარჩევნო ციკლი ამით არ დასრულებულა. მაისში ადგილობრივი არჩევნები გველის. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რას შეიძლება ველოდოთ ამ არჩევნებისგან, დავაკვირდეთ განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.რა მიიღეს აქტივში და პასივში მმართველმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა?ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისმა კანდიდატმა ხმების ორი მესამედი და უახლოეს კონკურენტზე თითქმის სამჯერ მეტი ხმა მიიღო. რეფერენდუმი...

ვოვას ოქროს თევზი. გაგრძელება

შესაძლოა, ამ ჟურნალის მკითხველს ახსოვდეს ვოვას უჩვეულო თევზაობის ამბავი: თვითმხილველთა გადმოცემით, ერთი სუსხიანი ქვეყნის „დასაცავ ნომერ ერთს", სახელად ვოვას, ოქროს თევზი დაუჭერია. სურვილების ასრულების სანაცვლოდ (როგორც ამას ჟანრის კანონებიც მოითხოვდა), ვოვას ოქროს თევზისთვის გათავისუფლება აღუთქვამს. ეს შეთანხმება შარშან შემოდგომაზე შემდგარა. მისი პირველი ნაწილი მკითხველს გასულ გაზაფხულზე გავაცანით. მაშინვე ვთქვით, რომ, შეძლებისდაგვარად, შეთანხმებისა და ასასრულებელი სურვილების დანარჩენ...

დადუმებული იადონები

შარ­­­შან გა­­მოქ­­­ვეყ­­­ნე­­ბულ სტა­­ტი­­ა­­ში „დავა­კვი­რდეთ იადო­­ნებს"  მკითხ­­­ველს შევ­­­თა­­ვა­­ზეთ ინ­­­დი­­კა­­ტორ­­­თა სის­­­ტე­­მა, რო­­მე­­ლიც უნ­­­და დაგ­­­ვ­­­ხ­­­მა­­რე­­ბო­­და უკეთ შეგ­­...

პლასტილინის საგარეო პოლიტიკა

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს მიაწერენ აღიარებას, რომ ის „პლასტილინის ადამიანია". როგორც ჩანს, ამით ბ-ნ მარგველაშვილს იმის თქმა სურდა, რომ ის ადვილად უღებს ალღოს განსხვავებულ გარემოსა და ადამიანებს. კრიტიკოსებმა ამ თვითდახასიათებაში უფრო საკუთარი ხედვის ნაკლებობა და სხვათა ინიციატივებსა და გემოვნებაზე მორგების მიდრეკილება დაინახეს. იმას, თუ რამდენად ელექტორალურად მოგებიანია საპრეზიდენტო კანდიდატისთვის „პლასტილინის" იმიჯის გამოძერწვა, ოქტომბრის ბოლო კვირადღეს შევიტყობთ. გაცილებით ადრე...

ტაჰრირიდან თავისუფლებამდე

კაიროს ტაჰრირის მოედნიდან თბილისის თავისუფლების მოედნამდე შორია, დაახლოებით 2500 კილომეტრი. ეგვიპტესა და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ რეალობებს შორის მანძილი კი, შესაძლოა, უფრო მოკლე იყოს, ვიდრე ეს საქართველოს მთავრობას ჰგონია. ეგვიპტური კრიზისის გაანალიზება და დასკვნების გამოტანა სასარგებლო უნდა იყოს როგორც მთავრობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და ყველასთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შენარჩუნებით არის დაინტერესებული.რამ განაპირობა ზუსტად ერთი წლის წინ დემოკრატიულად...

ვოვას ოქროს თევზი

„ჩვენ წინაშე ისევ ის ირონიული დილემა ბრუნდება, რომელიც მთელი 90-იანების მანძილზე გვტანჯავდა – როცა სამარჩიელო მხოლოდ ის იყო, ჩვენი მთავრობა უნებლიეთ, ტოტალური არაკომპეტენტურობის გამო ასხამდა მტრის წისქვილზე წყალს, თუ გაცნობიერებულად იდგა რუსეთის სამსახურში".ზაზა ბიბილაშვილი: „დავიწყებული დილემა"ორ საათზე მეტი გასულიყო, რაც ტბაში შეჭრილ ხიმინჯებზე დაგებულ ფიცარნაგზე იდგა სპინინგით ხელში, თევზებისთვის გამზადებული ბადურა კი ისევ ცარიელი იყო. არადა, ყველა ნიშნით, კარგი თევზაობა უნდა ჰქონოდა. შუა...

მეხუთე კოლონა ან ხუთი ნომერი

„მეხუთე კოლონას“ ჩვეულებრივ უწოდებენ ადამიანთა ჯგუფს, ვინც ფარული ან ღია მოქმედებებით ცდილობს საფუძველი შეურყიოს ეროვნულ ერთიანობას. ამ ტერმინს 1936-1939 წლების ესპანეთის სამოქალაქო ომში ამბოხებულთა გენერალ ემილიო მოლა ვიდალს მიაწერენ. ამბოხებულთა ოთხ შეიარაღებულ კოლონას მადრიდზე იერიში მიჰქონდა. „ჩემი ჯარისკაცების კიდევ ერთი, მეხუთე კოლონა, მადრიდში გველოდებაო“, აცხადებდა გენერალი. „მეხუთე კოლონის“ საქმიანობის ძირითად მეთოდად მიიჩნევა ინფილტრაცია საზოგადოებრივ ქსოვილში, განსაკუთრებით კი...

ამიერკავკასიის კონფედერაცია

რამდენიც უნდა იმეოროს რუსეთმა, რომ საქართველოში მან პრობლემები მოაგვარა, ის გვერდს ვერ აუვლის სამ ფუნდამენტურ გარემოებას. პირველი ისაა, რომ მის სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კანონიერად მსოფლიოში თითქმის არავინ მიიჩნევს, მისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები კი ამას ოკუპაციას უწოდებენ. მეორე – ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მცდელობის დამამცირებელი ჩაფუშვა, მიუხედვად დახარჯული უზარმაზარი ფინანსური, პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსისა. მესამე,...

„რევანში ერევანში“

ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ ასეთი სათაურის სტატია, რომელიც 1971 წლის 15 სექტემბერს „ლელოში“ დაიბეჭდა. მასში სომხეთის დედაქალაქში წინა დღეს გამართული პრინციპული საფეხბურთო მატჩის პერიპეტიები იყო აღწერილი. მანუჩარ მაჩაიძის გოლმა, რომელიც მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა, ახლადგახსნილ „რაზდანზე“ შეკრებილი 70 ათასი სომეხი გულშემატკივარი დაამწუხრა. მათმა სათაყვანებელმა „არარატმა“ შინ სეზონის პირველი მარცხი იგემა. პირველ წრეში ერევნელებმა თბილისში მოგვიგეს, ასე რომ, ერევანში რევანში...

1993 თუ 1921?

„ის, რომ საქართველომ უკან დაბრუნება დაიწყო, ნათელია“, – ამასწინათ მითხრა ერთმა აღმოსავლეთევროპელმა მეგობარმა; „გასარკვევი ის დარჩა,1993-ში შეჩერდებით, როდესაც დსთ-ში აღმოჩნდით თუ 1921-მდე ჩახვალთ, როდესაც რუსეთში დაგაბრუნეს“. მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი მეგობარი ცდება და რომ ჩვენი არჩევანი ამით არ შემოიფარგლება. 2004-2012 წლების მოდერნიზაციამ საქართველო რუსეთის...