ალექსანდრე კახა ლომაია

13 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 11 თვე

ალექსანდრე (კახა) ლომაია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან 2009–2013 წლებში. ამ დიპლომატიურ პოსტზე დანიშვნამდე ის იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სანამ საქართველოს მთავრობის წევრი გახდებოდა, ა. ლომაია მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, „დემოკრატიული კოალიციის პროექტის“ რეგიონული დირექტორისა და „ევრაზიის ფონდის“ საქართველოს ოფისის დირექტორის თანამდებობებზე. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ორდენით.

სტატიები

დამარცხებით მოცემული შანსი

წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულ უინსტონ ჩერჩილს მისი მეუღლე კლემენტაინი ანუგეშებდა, იქნებ ეს დამარცხება შენიღბული წყალობა იყოსო. მოცემულ მომენტში ძალიან კარგად შენიღბულიაო – პასუხად წაიბუზღუნა ჩერჩილმა. რამდენიმე წელიწადში ჩერჩილი ისევ ქვეყნის ლიდერად აირჩიეს. განახლებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ 1 ოქტომბრის მარცხში თავისი შანსი უნდა იპოვოს და, ჩერჩილის მსგავსად, ეს შანსი ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობის დასაბრუნებლად გამოიყენოს. ამისთვის კი აუცილებელია განვლილი პერიოდის პირუთვნელი...

უცხო ენის გაკვეთილები

ჩვეულებრივ, პოლიტიკურ ლიდერებს ჯერ გაიცნობენ ხოლმე და მერე აირჩევენ. ჩვენთან პირიქით მოხდა. ასე რომ, მათი გაცნობა გზადაგზა გვიწევს. ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ახალი მთავრობის ხელმძღვანელები ზედიზედ შეხვდნენ ევროკავშირის, NATO-სა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერებს. საგარეო-პოლიტიკურმა დებიუტმა ახალ მთავრობას, სულ მცირე, ოთხი გაკვეთილის სწავლისკენ უნდა უბიძგოს. პირველი საერთაშორისო პოლიტიკის ენის დაუფლებაა; მეორე – საშინაო პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკას შორის კავშირის დანახვა;...

დააკვირდით იადონებს

სანამ ქვანახშირის მაღაროებში მომწამვლელი აირის, მეთანის შემცველობის საზომ ხელსაწყოებს გამოიგონებდნენ, მეშახტეებს იადონები შველოდნენ. გალიაში გამომწყვდეული ეს მგალობელი ჩიტები ადამიანებზე ადრე გრძნობდნენ ჰაერში მეთანის საშიშ შემცველობას და დუმდებოდნენ – დროებით ან სამუდამოდ. ამ დროს კი მეშახტეები, რომლებსაც მუდმივად ყური ეჭირათ მათ გალობაზე, ტოვებდნენ მაღაროს სახიფათო მონაკვეთს და სამშვიდობოს გადიოდნენ. საზოგადოებასაც სჭირდება ერთგვარი იადონები – მაჩვენებლები, რომლებიც მიგვანიშნებენ თუ რა...